სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

11:24 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ახალი წესები: საცდელი პერიოდი დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

5-7 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ( IJF ) ორგანიზებით გაიმართა მსაჯთა და მწვრთნელთა მორიგი სემინარი, რომელსაც 98 ქვეყნის 365 წარმომადგენელი დაესწრო. ამ ღონისძიებას დიდი აჟიოტაჟი და დამსწრეთა უპეცენდენტო რაოდენობა შემთხვევით არ შეუკრებია. წლის დასაწყისში სრულიად ძიუდოს სამყაროს ყურადღება სწორედ ბაქოსკენ იყო მიპყრობილი და ყველა მოუთმენლად ელოდა სემინარს, სადაც გაცხდადდა, რომ ძიუდოს წესებში აქამდე დაანონსებული ცვლილებები ოფიციალურად შედის რვათვიან სატესტო რეჟიმში. აღნიშნული წესების შესახებ ჩვენ ადრეც ვიუწყებოდით, თუმცა მაშინ IJF-ის მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალი მაინც წინასწარ, სავარაუდო მონახაზად მიიჩნეოდა. 7 იანვრიდან კი ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც თავდაპირველად დაანონსებულთაგან მცირედით განსხვავდება:


ორთაბრძოლის ხანგრძლივობა
ისევე როგორც ვაჟების, ასევე გოგონების შეხვედრების ხანგრძლივობა ძირითად
დროში განისაზღვრება 4 წუთით.
ვაჟებს შორის დაპირისპირებების 5 წუთიდან 4 წუთამდე შემცირება მოხდა
გენდერული თანასწორობის მოსარებით, ასევე ამას მოითხოვდა საერთაშორისო
ოლიმპიური კომიტეტი ( IOC ) ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე შერეული გუნდური
შეჯიბრის დაშვების შემთხვევაში.


შედეგიანი გდებების შეფასება
იქნება მხოლოდ ორი შეფასება: იპონი და ვაზარი
გდებას, რომელიც აქამდე ფასდებოდა როგორც იუკო, მიენიჭება ვაზარის
სტატუსი. ანუ სპორტსმენი ვაზარის შეასრულებს თუ იუკოს, ტაბლოზე ორივე
შემთხვევაში აისახება ვაზარი, რადგან ცნება იუკო აღარ იარსებებს.
ერთ შეხვედრაში ორი ვაზარის შესრულება ( წარსულში ავასატე იპონი ) სუფთა
გამარჯვების მომტანი აღარ იქნება.
ძიუდოისტმა 4 წუთში 10 ვაზარიც რომ შეასრულოს ვადაზე ადრე ვერ გაიმარჯვებს.
შეხვედრას ვადამდე ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ძიუდოს მთავარი არსი და
მშვენება - გდება იპონი.


შებოჭვა ( ოსაე კომი )
მეტოქის 10 წამით შებოჭვისთვის სპორტსმენს მიენიჭება ვაზარი.
იპონის დასაფიქსირებლად კი როგორც ადრე, მოწინააღმდეგის 20 წამით შებოჭვა
იქნება აუცილებელი.
შეხვედრის მიმდინარეობისას თუ ვაზარი მოიპოვე და შემდეგ მეტოქე შებოჭვაზე
10 წამით დაიჭირე ( რაც ავტომატურად ვაზარის უდრის ) სუფთა გამარჯვებას
ვერ მოიპოვებ. სუფთად მოგებისთვის აუცილებელია მეტოქე 20 წამის
განმავლობაში შებოჭო.


ძირითად დროში გამარჯვება
ძირითად დროში იმარჯვებს ის ძიუდოისტი, რომელიც შეასრულებს იპონს ან
ექნება მეტი ვაზარი.
ერთი, ანაც ორი შიდოს უპირატესობით შეხვედრას ვერ მოიგებ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ორივე სპორტსმენს ექნება შესრულებული შედეგიანი
გდებები, ვთქვათ ორ-ორი ვაზარი და ერთ მათგანს მიღებული ექნება ორი შიდო,
შეხვედრა არ სრულდება და გადადის დამატებით დროში ( გოლდენ სქორი ).
ანუ თუ 4 წუთი გაილია და ტაბლოზე დაფიქსირებულია შიდოების შეფარდება 1:0,
2:0 ან 2:1 დაინიშნება დამატებითი დრო.
ორთაბრძოლა ვადამდე დასრულდება, თუკი რომელიმე მხარე მიიღებს სამ შიდოს,
ანაც დაიმსახურებს დისკვალიფიკაციას ( ჰანსოკუ მაკეს ).

დამატებითი დრო (გოლდენ სქორი)
თუკი ძირითადი დროის განმავლობაში არ შესრულდა შედეგიანი გდება, ანაც
მეტოქეებმა თანაბარი რაოდენობის გდება შეასრულეს შეხვედრა გრძელდება
დამატებით დროში.
ძირითად დროში დაფიქსირებული ყველა გდება და გაფრთხილება ( შიდო) გადადის
დამატებით დროში.
დამატებით დროში გასამარჯვებლად აუცილებელია კიდევ გდების შესრულება ან
შიდოთი დაწინაურება.
ა) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 1:0 და დამატებით დროში იგივე
ძიუდოისტი მიიღებს კიდევ ერთ შიდოს, შეხვედრა დასრულდება
ბ) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 1:1, დამატებით დროში
პირველივე შიდოს მიმღები სპორტმენი დამარცხებულად გამოცხადდება
გ) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 1:0 და დამატებით დროში ახლა
მეორე ძიუდოისტი დაიმსახურებს შიდოს, მაშინ გახდება 1:1 და უკვე მომდევნო
შიდოს მიმღები მონაწილე დამარცხდება. ანუ ამ შემთხვევაში გამოვა, რომ
დამატებით დროში ორივე მხარემ თითო-თითო შიდო დაიმსახურა, მაგრამ უკვე
ის, ძირითადში მიღებული გაფრთხილება ხდება გადამწყვეტი.
დ) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 2:0 და დამატებით დროში იგივე
ძიუდოისტი მიიღებს კიდევ ერთ შიდოს, შეხვედრა დასრულდება. თუმცაღა
ჩამორჩენილ სპორტსმენს ეძლევა შანსი ორშიდოიანი სერიოზული დეფიციტი
აღმოფხვრას და თუკი ის მოახერხებს დამატებით დროში მეტოქეს ზედიზედ სამი
გაფრთხილება მიაღებინოს, მაშინ გამარჯვებულიც ის გამოვა.
ე) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 2:1 და დამატებით დროში
ჩამორჩენილი ძიუდოისტი მიიღებს კიდევ ერთ შიდოს, შეხვედრა დასრულდება.
მაგრამ თუკი დაწინაურებული სპორტმენი თავად მიიღებს 2 გაფრთხილებას,
მაშინ ის 2:3 დამარცხდება.
ვ) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 2:2, დამატებით დროში
პირველივე შიდოს მიმღები სპორტმენი დამარცხებულად გამოცხადდება.

გაფრთხილებები (შიდო)
შეხვედრა ვადამდე დასრულდება თუკი რომელიმე სპორტსმენი მიიღებს სამ
შიდოს. აქამდე გამარჯვებას მეტოქის ოთხი გაფრთხილება იძლეოდა.
რიგით მესამე შიდო ხდება შეხვედრიდან მოხსნის მიზეზი ( ჰანსოკუ მაკე ).
იმისათვის რომ გაადვილდეს მსაჯობა და ზოგადად ძიუდოს აღქმა ყურებისას,
ზოგიერთი არატრადიციული, აკრძლული ჩავლება ძველებულად მკაცრად აღარ
დაისჯება.
სახელოს ბოლოში თითის შეყოფა, სახელოს ბოლოს მასიურად ჩაბღუჯვა,
ცალმხრივი ჩავლება ( ჩავლების აღება ორივე ხელით ერთ მხარეზე),
დიაგონალური გადავლება და ქამარში ხელის ჩავლება შედარებით ლოიალურად
იქნება განსჯილი.
თუკი ადრე ძიუდოისტს ასეთი ჩავლების აღების შემთხვევაში გაფრთხილების
თავიდან ასაცილებლად მომენტალურად, მყისიერად ევალებოდა გდების
შესრულება, ამჯერად მას ორი-სამი, ზოგ შემთხვევაში ხუთი წამიც კი ექნება
შეტევის მოსამზადებლად.
ხოლო თუ ეს დრო ვერ გამოიყენა, გდება ვერ შეასრულა, ვეღარც უტევს და
კვლავ ის ჩავლება აქვს აღებული, მაშინ ბუნებრივია შიდოთი დაისჯება.
ანუ ხდება შეტევის წახალისება. სპორტსმენებს მაქსიმალურად ეძლევათ
საშუალება მეტი იფიქრონ გდებების შესრულებაზე.
IJF-ის აღმასრულებელმა საბჭომ გაითვალისწინა თუ რაოდენ ძნელია შეტევის
საფუძვლიანად მომზადება. ამიტომ ამიერიდან ჩავლების აღებიდან შეტევის
განვითარებაზე ძიუდოისტებს მიეცემათ 45 წამი.
ფეხში შესვლა, შარვალზე ხელის ჩავლება და საერთოდ დგომში ქამრის ქვემოთ
ნებისმიერი ჩავლება პირველ ჯერზე დაისჯება შიდოთი. განმეორების
შემთხვევაში - ჰანსოკუ მაკეთი.
თუ შემტევი ძიუდოისტი აკეთებს გდებას ვაზარი და მეტოქე ამ დროს ფეხში
წაავლებს ხელს, შესრულებული გდება ჩაითვლება და დამრღვევს მაინც მიეცემა
შიდო.
თუ იგივე შეხვედრაში ანალოგიური სიტუაცია განმეორდა, იგივე სპორტსმენი
კვლავ შევიდა ვაზარიზე და მეტოქემ კვლავ ფეხში შესვლით სცადა თავის
დაცვა, მაშინ მსაჯი ორთაბრძოლას აჩერებს და დამრღვევ მხარეს აძლევს
ჰანსოკუ მაკეს.
ეგრედ წოდებული დათვის ჩავლება, ანუ მეტოქეზე ორივე ხელის შემოვლება
ჩავლების აღების გარეშე პირველ ჯერზეც დაისჯება გაფრთხილებით და
განმეორების შემთხვევაში კიდევ ერთი შიდო მიეცემა.
თუ ერთმა ძიუდოისტმა შეასრულა დათვის ჩავლება და იმავდროულად მეორემ
მოახერხა მეტოქის ვაზარიზე დაგდება, მაშინ ეს გდებაც ჩაითვლება და ის
დამრღვევი სპორტსმენიც დაისჯება შიდოთი.
ზემოთ ვთქვით, რომ შეხვედრას ძირითად დროში ვერ მოიგებ მხოლოდ ორი
გაფრთხილებით. ბუნებრივია ეს არ ეხება ორ შიდოს მიღებულს ფეხში
შესვლისთვის.
ერთი დაპირისპირების დროს ფეხში ორჯერ შესვლისთვის სპორტსმენი
მომენტალურად მოიხსნება შეხვედრიდან.
მაყურებლისთვის უფრო ადვილი გასაგები რომ გახდეს ამიერიდან ფეხში
შესვლისთვის მიღებული შიდო ტაბლოზე ჩვეულებრივი შიდოებისგან განსხვავებით
გამორჩეულად იქნება გამოსახული.
იმ შემთხვევაში, თუკი ძიუდოისტი კვლავ ჩაიდენს იგივე დანაშაულს
ამოქმედდება ჰანსოკუ მაკეს წესი, თუ არადა ფეხში პირველად შესვლისთვის
მიღებული შიდო ჩაითვლება ჩვეულებრივ გაფრთხილებად და მოხდება მისი
დანარჩენ შიდოებთან აკუმულირება.

უსაფრთხოება
აღმასრულებელი კომიტეტი მუდმივად ცდილობს რომ ძიუდო იყოს მაქსიმალურად
დაცული და ნაკლებად ტრავმასაშიში სპორტის სახეობა. ამისთვის ყველა
ძალისხმევა იქნება გამოყენებული.
სპორტსმენი, რომელიც არ ერიდება უხერხულ მოძრაობებს იმისათვის რომ
ზურგზე დაცემა თავიდან აიროდოს მომენტალურად დაისჯება ჰანსოკუ მაკეთი.
გდებისას თუ ძიუდოისტი საფრთხეს იქმნის რომ მიიღოს თავის, კისრის ან
ხერხემლის ტრავმა დაისჯება დისკვალიფიკაციით. თუმცაღა ის ტურნირიდან არ
მოიხსნება და საშუალება ექნება გააგრძელოს ბრძოლა საპრიზო ადგილებისთვის
(თუ ამის საშუალებას იძლევა იმ კონკრეტული ტურნირის ფორმატი).
ყოველივე ეს უმეტესწილად კეთდება არა უმაღლესი კლასის ოსტატებისთვის,
არამედ მომავალი თაობის უსაფრთხოებისთვის.
გამოცდილ სპორტმენებს შეუძლიათ მაინც მოახერხონ და დაუძვრნენ ტრავმის
საშიშროებას რთული სიტუაციებიდან, მაგრამ ამ ყველივეს ხედავენ პატარა,
დამწყვები ძიუდოისტები, რომლებიც აღფრთოვანებით შეჰყურებენ სათაყვანებელ
კერპებს და ხშირ შემთხვევაში ცდილობენ ყველაფერში მიბაძონ მათ.
სწორედ ამიტომ, რომ გამორიცხული იქნას ყოველგვარი საფრთხის რისკი
არავითარ შემთხვევაში არ მოხდება მსგავსი ქმედებების წახალისება. მეტიც
ის უმკაცრესად დაისჯება.
ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლე, ესეც მომავალი თაობის დასაცავად - თუკი
გაშვებული ილეთის შემდეგ სპორტსმენი ზურგზე დაცემის თავიდან ასაცილებლად
ორივე იდაყვს გამოიყენებს, დაეყრდნობა და შედეგად აიცილებს ზურგის ტატამთან
შეხებას ილეთი შეფასებული იქნება როგორც ვაზარი.
დაცვითი პოზიციისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ ერთი
იდაყვი. თუკი სპორტსმენი დაცემისას ერთ იდაყვს დაეყრდნობა ქმედება
ლეგალურად ჩაითვლება და ილეთი არ შეფასდება.
ეს წესიც მოზარდების დასაცავად არის შემოღებული. რადგან მათი ორგანიზმი
ჯერ არ არის სათანადოდ გამაგრებული და ორივე იდაყვზე დანარცხება შეიძლება
მძიმე ტრავმით დასრულდეს.

შეტევა და კონტრშეტევა
როდესაც ერთი სპორტსმენი უტევს და მეორე კონტრშეტევის განვითარებას
ცდილობს საკმაოდ ხშირად იქმნება საკამათო სიტუაციები, სადაც რამდენიმე
გამეორების შემთხვევაშიც კი ძნელია გადაჭრით თქმა თუ რომელმა მხარემ
შეასრულა ილეთი.
ამიტომ მსაჯებს მიეცათ ასეთი ინსტრუქცია: თუკი არბიტრი დარწმუნებულია ამა
თუ იმ ილეთის სისწორეში, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ძიუდოისტის
სასარგებლოდ.
თუ მთავარ მსაჯს, ასევე მის ორ დამხმარესა და დამკვირვებლებს შორის
აზრები გაიყო, მაშინ ილეთის შეფასება საერთოდ არ მოხდება.
ილეთის შემდეგ თუ ორივე სპორტსმენი წავიდა ქვეჭიდისკენ და ფაქტობრივად
შეუძლებელია განსაზღვრა თუ ვინ აკონტროლებდა სიტუაციას, მაშინ ილეთი
დაფიქსირდება იმ მონაწილის საწინააღმდეგოდ ვინც პირველად შეეხება ტატამს.
თუ ორივე ძიუდოისტი აბსოლიტურად ერთდროულად დაეცა ტატამზე, ილეთი არ შეფასდება.
თუკი დაცემის შემდეგ რომელიმე მხარემ მოახერხა რაღაც მოძრაობის
შესრულება, ეს ქმედება ილეთად არ შეფასდება.
ვინაიდან ნებისმიერი მოძრაობა დაცემის შემდეგ ფასდება როგორც ქვეჭიდში მუშაობა.

ამუნიცია
იმისათვის რომ მოჭიდავეებმა მოახერხონ საფუძვლიანი და ეფექტური ჩავლების
აღება აუცილებელია კომონო კარგად იყოს ჩატანებული ქამარში და თავად
ქამარი კარგად იყოს მოჭერილი ტანზე.
ასეთი მდგომარეობის მუდმივად ურუნველსაყოფად, სპორტსმენმა პაუზების დროს
სწრაფად უნდა მოახდინოს კიმონოს და ქამრის გასწორება. ანუ მსაჯის მიერ
გამოცხადებული მატესა და ჰაჯიმეს შორის ინტერვალში.

მსოფლიო რეიტინგი
დიდ ტურნირებში სპორტსმენებს სხვადასხვა საპრიზო ადგილების დაკავებისთვის
სარეიტინგო ქულები ეწერებათ. ჩემპიონებს მეტი, მედალოსნებს ნაკლები,
მეხუთე და მეშვიდე ადგილებე გასულებს კიდევ უფრო ცოტა და ა.შ.
აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიჩნია, რომ განსხვავება მინიჭებულ ქულებში
ჩემპიონსა და სხვა მედალოსნებს შორის ძალიან დიდი იყო. ამიტომ
კონკურენციის გაზრდისა და მეტი დაძაბულობის შემოტანის მიზნით ქულები უფრო
თანაბრად გადანაწილდება და ვთქვათ მეხუთე და მეშვიდე ადგილზე გასვლასაც
რაღაც აზრი ექნება.
სიახლეა ახალგაზრდებშიც. ადრე, ძალიან ხშირად არა, მაგრამ ხდებოდა რომ
ძლიერი იუნიორები მწვრთნელების წაქეზებით თავს არიდებდნენ ასაკობრივ
ჩემპიონატში მონაწილეობას და მხოლოდ უფროსებს შორის სცდიდნენ ძალებს.
ამის გამოსარიცხად IJF-მა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი
ქულების და პრესტიჟის თვალსაზრისით გაუთანაბრა უფროსების კონტინენტურ
პირველობებს.
ამიერიდან მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოპოვებული ქულები უფროსების
რეიტინგ ლისტში ჩაიწერება.
და რაც ყველაზე მთავარი და მომხიბვლელია სპორტსმენთათვის - ეს ქულები არა
მარტო ჩვეულებრივ რეიტინგში, არამედ ოლიმპიადის რეიტინგშიც იქნება
გათვალისწინებული.
ოლიმპიადის ხსენებაზე ისიც ვთქვათ, რომ 2020 წლის ტოკიოს თამაშების
რეიტინგის ათვლა დაიწყება 2018 წლის 31 მაისიდან.
კიდევ ერთი ცვლილება ეხება ოლიმპიადაზე მოსახვედრ კონტინენტურ კვოტებს.
აქამდე იყო ასე: თითოეულ წონით კატეგორიაში ყოველი კონტინენტიდან
ოლიმპიადაზე ხვდებოდა არაუმეტეს ორი სპორტსმენისა. ვთქვათ -60 კგ წონაში
თუ ევროპიდან კონტინენტური კვოტის წყალობით ბოლო ორ იღბლიან ადგილს
დაეპატრონენ ბელგიის და სლოვენიის წარმომადგენლები, ალბანელ თუ სხვა
ევროპელ ძიუდოისტებს აღარ ეძლეოდათ ამ წონაში ოლიმპიადაზე კვოტით
გამგავრების შანსი.
ახლა ეს სიტუაცია შეიცვლება, რადგან აღმასრულებელმა კომიტეტმა ბოლო
რამდენიმე ოლიმპიურ ციკლზე დაკვირვების შედეგად დაადგინა რომ თამაშებზე
კონტინენტური კვოტებით მოხვედრილი სპორტსმენები თითქმის თანაბრად
ნაწილდებოდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში და ძალიან მცირეა ერთ
რომელიმე კონკრეტულ წონაში გადამეტებულად მეტი მონაწილის მოხვედრის
შანსი.
ოლიმპიადის თემა დავასრულოთ ქართველებისთვის საკმაოდ სასიხარულო ფაქტით -
IJF-მა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში უკვე შეიტანა განაცხადი, რომ
ტოკიოში გათამაშდეს მე-15 მედლების კომპლექტიც.
ეს გახლავთ შერეული გუნდური შეჯიბრი, სამი ვაჟის და სამი გოგონას შემადგენლობით.
ვაჟები -73, -90 და + 90 კგ ხოლო გოგონები -57, -70 და +70 კგ წონით
კატეგორიებში მონაწილე სპორტსმენებით იქნებიან წარმოდგენილი.
ოღონდ აქ ერთი პირობაა - იმისათვის რომ ოლიმპიადაზე მოხვდნენ, ისევე
როგორც სხვებს, ამ წონის ძიუდოისტებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ
მოპოვებული ტოკიოს თამაშების საგზური.
აი, ასეთი გახლავთ IJF-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ შემუშავებული
სიახლეთა სრული ჩამონათვალი, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ უნდა ითქვას რომ
ახალი წესები ჩაეშვა და პრაქტიკაში გატარდება 8 თვიანი საცდელი რეჟიმის
განმავლობაში. 14-15 იანვარს დანიშნული ტუნისის აფრიკის თასიდან 28
აგვისტო - 3 სექტემბერს უნგრეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის
ჩათვლით.
აღნიშნული პერიოდის გავლის შემდეგ ძიუდოს სამყარო კვლავ შეიკრიბება,
მოხდება საცდელი პერიოდის დეტალური განხილვა, რის შედეგადაც წესები
რომლებიც ვერ გაამართლებენ გაუქმებული იქნება,. ხოლო წარმატებულ
ინოვაციებს საბოლოოდ დაამტკიცებენ და მივიღებთ წესების ერთობლიობას რის
მიხედვითაც ჩატარდება ყველა ტურნირი მომავალ ოლიმპიურ ციკლში.
დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ - 2007 წელს IJF-ის სათავეში მარიუს ვიზერის
მოსვლის შემდეგ ფედერაცია მუდმივად განვითარების გზას ადგას. მრავალჯერ
შეიცვალა და დაიხვეწა წესები, შემოღებულ იქნა მსოფლიოს სარეიტინგო სიები,
პრესტიჟულ ტურნირებში წარმატებით გამოსვლისთვის სპორტსმენებისა და
მწვრთნელებისთვის დაინერგა საკმაოდ სოლიდური ფინანსური პრემიების
სისტემა...
ამჯერად IJF ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ვიზერის მიზანია ძიუდო
გახდეს ისეთი პოპულარული როგორც არასდროს. ამისთვის კი საჭიროა სპორტის
ეს ულამაზესი სახეობა კარგი საყურებელი და ადვილად აღსაქმელი იყოს
ნებისმიერი სპორტში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი.
აგრეთვე გასათვალისწინებელია მსოფლიოს მედია მაგნატების და სხვა
უმსხვილესი კორპორაციების ინტერესები სარეკლამო დაინტერესების კუთხით.
რიოს 2016 წლის თამაშებზე ცურვის შემდეგ ძიუდო მეორე იყო როგორც
სატელევიზიო რეპორტაჟების ასევე სარეკლამო დაინტერესების მხრივაც.
სწორედ ამ ტენდენციის შენარჩუნებასა და გაზრდაზეა საუბარი და IJF-ის
მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ ძიუდო მყარად
ჩაეწეროს პლანეტაზე სპორტის წამყვანი სახეობების რიგებში.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113734
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X