სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

2:39 | 10.01.2017 | ნანახია 1054 - ჯერ

ფორმულა 1-ს „მენორი“ გამოაკლდა

როგორც ჩანს, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონი, ერთით ნაკლები გუნდით დაიწყება. ბრიტანულმა გუნდმა „მენორმა“ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ეს ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, რომლებიც FIA-მ მსოფლიო ჩემპიონატს რამდენიმე წლის წინათ დაუმატა. ამ სამიდან ორი - „ისპანია რეისინგი“ და „კატერჰემი“ ჩემპიონატს შესაბამისად, 2012 და 2014 წლებში გამოაკლდნენ.

„მენორი“ კი ჯერ „ვირჯინის“ სახელით ასპარეზობდა, შემდეგ სახელი შეეცვალა და „მარუსიად“ გადაკეთდა, ბოლოს კი „მენორი“ დაერქვა. ის ვერასდროს გასცდა აუტსაიდერთა რიგებს და მუდმივად ფინანსური კრიზისი ჰქონდა. საბოლოოდ კი სწორედ უსახსრობის გამო წყვეტს არსებობას. არადა, გასულ სეზონში მცირე პროგრესი ჰქონდა და ქულის აღებაც კი მოახერხა.

არსებობის ექვსი წლის განმავლობაში, „მენორის“ პილოტებმა ერთხელაც ვერ შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა. უფრო მეტიც, ქულებში შესვლა მხოლოდ ორჯერ შეძლეს. პირველად ეს ჟიულ ბიანკიმ მოახერხა მონაკოს 2014 წლის რბოლაში, რომელიც მე-9 ადგილზე დაასრულა, მეორედ კი ეს პასკალ ვერლაინმა გასულ სეზონში, ავსტრიის რბოლისას მე-10 ადგილი დაიკავა.

„მენორის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მის ხელმძღვანელობას მოლაპარაკება ჰქონდა აზიურ კონსორციუმთან, რომელიც ფ1-ის გუნდში ინვესტირებით იყო დაინტერესებული. მაგრამ მოლაპარაკება დროულად ვერ დასრულდა, რის გამოც, „მენორმა“ დავალიოანებების გასტუმრება ვერ შეძლო. „მენორის“ მფლობელ კომპანია „ჯასტ რეისინგს“ ისღა დარჩენოდა, სასამართლოში გაკოტრებაზე შეეტანა განაცხადი.

ყოველივეს მიუხედავად, არსებობს იმის მცირე შანსი, რომ „მენორი“ მაინც გამოვიდეს სტარტზე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომპანია გაკოტრების რეჟიმში შეძლებს ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას. ამ ეტაპზე კი შეიძლება იმის თქმა, რომ ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატს 10 გუნდი შემორჩა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.070271