სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

1:59 | 10.01.2017 | ნანახია 1128 - ჯერ

„ჰონდა“ ფ1-ის ძრავის კონფიგურაციას ცვლის

ფორმულა 1-ის ახალი სეზონისთვის, „ჰონდას“ ძრავს ახლებური კონფიგურაცია და განსხვავებული არქიტექტურა ექნება და იაპონური კომპანია, თავის პარტნიორ „მაკლარენთან“ ერთად იმედოვნებს, რომ შეძლებს მოწინავეთა შორის დაბრუნებას.

„ჰონდას“ თავისი აგრეგატის ძირეული მოდიფიცირება უფრო ადრეც სურდა, თუმცა ფ1-ის ტექნიკური რეგლამენტი ამის საშუალებას არ აძლევდა. მომავალი სეზონიდან კი ახალი რეგლამენტი შევა ძალაში, რომელიც მოდიფიცირების ეგრეთ წოდებულ ჟეტონურ პრინციპს აღარ დაეყრდნობა. ამან იაპონური კომპანიის ინჟინრებს ხელ-ფეხი გაუხსნა.

„ჰონდა“ ფორმულა 1-ში 2015 წელს დაბრუნდა ახალი ჰიბრიდული აგრეგატით, რომელიც კონცეპცია „ნულოვანი ზომების“ შესაბამისად აიგო. ამის მიზანი, ძალური დანადგარის მაქსიმალურად კომპქტურ გაბარიტებში ჩატევა იყო, რათა პარტნიორი „მაკლარენის“ იმავე დასახელების კონცეპციასთან თანხვედრაში ყოფილიყო.

მაგრამ ახალი სეზონისთვის შემჭიდროებულ შეთანწყობაზე „ჰონდამაც“ უარი თქვა. თუ ადრე მისი ძრავის ტურბინა და კომპრესორი ერთად, ძრავის V-კონფიგურაციის შიგნით იყო მოთავსებული, ამიერიდან ისინი „მერსედესის“ სტილში გაიყოფა და ძრავის ორივე ბოლოში განლაგდება. ამით ძალური დანადგარის ეს ნაწილი უფრო ეფექტურადაც იმუშავებს და გამძლეც იქნება. შესაბამისად, ინჟინრები შეძლებენ აგრეგატის სოლიდური პოტენციალის სრულად ათვისებას.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.081429