ფეხბურთი

17:02 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძემ “პოგონში” პირველად ივარჯიშა (+VIDEO)

მათე ცინცაძის პოლონური კარიერა დღეს ოფიციალურად დაიწყო. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავის ახალ გუნდ “პოგონში” პირველად ივარჯიშა. წვრთნაში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, რომლებიც ტრავმის მერე სარეაბილიტაციო კურსს გადიან ან ახალწვეულები გახლავან გუნდში.

შეგახსენებთ, მათე ცინცაძე “პოგონში” მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და გუნდთან 3.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მათე პოლონეთში 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.121839