თამაშგარე

10:48 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლულიჩის უცნაურობანი და საიდუმლოება

დიდი ჩუმჩუმელა და უცნაური ვინმე უნდა იყოს რომის “ლაციოში” ბურთის მაგორებელი ბოსნიელი ფეხბურთელი, სენად ლულიჩი. ალბათ ბოსნიის უშიშროების სამსახური არ ასაიდუმლოებს ინფორმაციებს ისეთი მონდომებითა და გულდასმით, როგორც სენადი პირად ცხოვრებას ასაიდუმლოებს.

აგერ უკვე ხუთი წელია ლულიჩი ცოლიანი კაცია და აქამდე იგი ფართო საზოგადოებაში ცოლთან ერთად მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, ისიც მაშინ, როდესაც რომაული კლუბის ბოსებმა სპეციალურად ფეხბურთელებისა და მათი ცოლებისათვის წვეულება მოაწყვეს და ცოლის დამალვა უბრალოდ აღარ გამოდიოდა.

აპენინელი “ყვითელი” მოკალმეები ვარაუდობენ, რომ ლულიჩის მიერ ცოლის, დანიელა ლულიჩის დამალვის მიზეზი შესაძლოა მის რელიგიურ ტრადიციებში უნდა ვეძებით. თუმცა სხვანი იძახიან, სენად ლულიჩი უბრალოდ ასეთი მუდო კაცია და არ მოსწონს მის ცოლს ტანფეხზე რომ აკვირდებიანო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114198