სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ფეხბურთი

10:00 | 9.01.2017 | ნანახია 14716 - ჯერ

გამოკითხვა - ირჩევთ 2016 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს
"მსოფლიო სპორტის" ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც სათავეს 2006 წლიდან იღებს

გაზეთი “მსოფლიო სპორტი” და ვებგვერდი WORLDSPORT.GE ტრადიციას არ არღვევს – ჩვენი მკითხველი ამჯერადაც გამოავლენს თავისი არჩევნის მიხედვით საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს. ამჯერად, რა თქმა უნდა, საუბარი 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელზეა. ტრადიციულად 22 ფეხბურთელი შევარჩიეთ, რომელთაგანაც ერთი გაიმარჯვებს. საუკეთესო კი, გამოკითხვის შედეგად გახდება ცნობილი, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო 7 დღის განმავლობაში იქნება განთავსებული.

ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია. თუმცა, მხოლოდ ერთხელ და ისიც ერთ, სასურველ კანდიდატზე. წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვაში ხმები 15 იანვრის 23:59 საათამდე მიიღება.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი რედაქცია მაქსიმალურად შეეცადა მოცემულ ვითარებაში ტრადიციულად დაეცვა ობიექტურობა და ისე შეერჩია ნომინანტები. აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდა ჯაბა კანკავა, რომელიც ტრადიციული გამოკითხვის ბოლო გამარჯვებულია და შარშან “მსოფლიო სპორტის” თასი აპრილში ჯაბას ძმამ, ლევანმა ჩაიბარა, რომელიც რედაქციაში გვსტუმრობდა. გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში კანკავას პირველ მწვრთნელ გურამ ჩომახიძეს ყოველთვიურად ხელფასის სახით “მსოფლიო სპორტის” რედაქცია 150 ლარს გადასცემდა. თუმცა, ეს შარშან იყო. ჯაბას სამწუხაროდ 2016 წელი ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორსაც მისგან ველოდით და საერთოდ შეგვაჩვია.

აქვე, შეგახსენებთ, რომ “მსოფლიო სპორტი” წლის საუკეთესო ფეხბურთელს 2006 წლიდან მოყოლებული ავლენს – აქამდე, ჩვენი გაზეთის თასის მფლობელები გახდნენ: ლევან ცქიტიშვილი (2006), გიორგი მერებაშვილი სამჯერ (2007, 2008, 2010), ჯანო ანანიძე (2009), კახა კალაძე (2011), თორნიკე ოქრიაშვილი ორჯერ (2012 და 2014), გურამ კაშია (2013) და ჯაბა კანკავა (2015).

გარდა ამისა, წინა 10 შემთხვევიდან ცხრაჯერ საუკეთესო ფეხბურთელი გულშემატკივარმა, მკითხველმა გამოვლინა (თავიდან სმს-ების საშუალებით, მერე საიტზე განთავსებული გამოკითხვით). ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობის დასახელება საკუთარ თავზე რედაქციამ აიღო, შარშან გახლდათ, როდესაც საუკეთესოდ კანკავა მივიჩნიეთ და ამაზე მაშინ სადაო არც არაფერი იყო.

ახლა კი, 2016 წლის იმ 22 ფეხბურთელზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა და გავიხსენოთ მოკლედ თუ როგორ ჩაატარეს მათ განვლილი წელი. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას, ამავე წერილის ბოლოს ყველას შეგიძლიათ თქვენი არჩევანი გააკეთოთ. თუმცა, მანამდე ნომინანტებზე - მაშ ასე, WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ 22 ნომინირებულ ქართველ ფეხბურთელს:

გიორგი მაკარიძე (“ფეირენსე” / “მორეირენსე”, პორტუგალია) – კარიერაში ალბათ საუკეთესო წელი ჰქონდა გიორგი მაკარიძეს. 26 წლის კიპერმა თავისი უშუალო მოვალეობაც ჩინებულად შეასრულა და ადგილი მიიღო პორტუგალიის პრემეირა ლიგაში. გიორგიმ გასული წლის პირველი ნახევარი “ფეირენსეში” გაატარა, რომელსაც უმაღლესი დივიზიონის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ზაფხულში კი, “მორეირენსეს” მიაშურა და არც აქ გასჭირვებია ძირითადში ფეხის მოკიდება. მიუხედავად საკლუბო დონეზე ჩინებული თამაშისა, მაკარიძეს საქართველოს ნაკრებში შანსი ჯერ არ მისცემია. მთლიანობაში მაკარიძემ 2016 წელს 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აქედან 14 პორტუგალიის მთავარ ლიგაში დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ იგი 2016 წლის შუაში “ფეირენსეს” საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სოლომონ კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი) – სოლომონ კვირკველია ყაზანის “რუბინში” ზაფხულიდან მოყოლებული უთამაშებელია, მაგრამ ჩვენი აზრით, 22 კაცში მოხვედრა უდაოდ დაიმსახურა. რატომ? – საბა მიუხედავად საკლუბო პრობლემებისა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის სტაბილურად და მაღალ დონეზე ირჯებოდა 2016 წელს ჩატარებულ თამაშებში. მთლიანობაში 24 წლის ფეხბურთელმა შარშან 21 შეხვედრა ჩაატარა.

გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია) – როგორც მისგან მივეჩვიეთ სტაბილურად ჩაატარა წელი გურამ კაშიამ. არნემის “ვიტესის” კაპიტანმა თავი არც ეროვნულ გუნდში დაზოგა და რამდენიმე თამაშში უკაპიტნა კიდეც. კაშიას 2016 წლის მონაგარმა 41 მატჩი და 2 გოლი შეადგინა. გურამის კარგი თამაში სხვათა შორის ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ “ბეტისს” არ გამორჩენია და ბოლო დროს გაჩნდა ინფორმაცია, რომ სევილიელები მის ტრანსფერს განიხილავდნენ.

გიორგი ქიმაძე (“ტორპედო”, საქართველო) – 2016 წელი კარგი გამოდგა ქუთაისის “ტორპედოს” მარცხენა მცველ გიორგი ქიმაძისთვისაც. 24 წლის ფეხბურთელი იმერული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და წლის ბოლოს ტიტულიც მოპოვა – საქართველოს თასი. მთლიანობაში გიორგი თავის უშუალო მოვალეობის გარდა შეტევებისთვისაც იცლიდა და 32 მატჩში 4 გოლის გატანა შესძლო. ამასთან, რამდენჯერმე ასისტენტის როლშიც მოგვევლინა.

სანდრო კობახიძე (“ვოლინი” / “ვორსკლა”, უკრაინა) – 2016 წელს სანაკრებო დონეზე მაინცდამაინც თავი არ გამოუჩენია, მაგრამ საამისოდ შანსი თითქმის არც მისცემია. სამაგიეროდ, კლუბში გამორჩეული იყო. ჯერ ლუცკის “ვოლინში”, ხოლო ზაფხულიდან უკვე პოლტავას “ვორსკლაში”, სადაც გუნდის ლიდერია. განვლილ წელს სანდრომ 25 მატჩში ითამაშა და გოლთან ერთად 3 საგოლე პასს გამორჩა.

გიორგი ჭანტურია (“დუისბურგი”, გერმანია / “ურალი”, რუსეთი) – ვერ ვიტყვით, რომ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ცუდი წელი ჰქონდა. უბრალოდ, ცუდად დაუსრულდა, რადგან წლის ერთ-ერთ ბოლო მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და უქმობა კარგა ხანს მოუწევს. 2016 წელი მისთვის გერმანულ “დუისბურგში” დაიწყო, რომლის რიგებშიც 14 მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა, მაგრამ II ბუნდესლიგაში გუნდმა ადგილი ვერ შეინარჩუნა. მას მერე კი, “ურალშია”, სადაც ასევე გუნდის ლიდერია – რუსულ პრემიერლიგაში 12 მატჩში 2 გოლი შეაგდო, რასაც რუსეთის თასზე გატანილი ამდენივე ბურთი დაუმატა. საქართველოს ნაკრებში კი ოთხჯერ ითამაშა, მაგრამ უმეტესაც შეცვლებზე უწევდა თამაშში ჩართვა.

ვაკო ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია / “ლეგია”, პოლონეთი) – ჭანტურიასი არ იყოს, 2016 წელს ორ გუნდში ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმაც. “ვიტესიდან” მან ზაფხულში ვარშავის “ლეგიას” მიაშურა, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა ორი მატჩი. თუმცა, პოლონეთში მას ჯერჯერობით თავის დამკვიდრება უჭირს და მხოლოდ 2 საგოლე პასს გამორჩა. “ვიტესში” კი, შარშან 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ვაკო კარგი იყო საქართველოს ნაკრებშიც – 8 თამაში ჩაატარა, თუმცა განსკუთრებით კარგად წლის ბოლო ორი მატჩი: უელსთან ჩინებული საგოლე პასი გააკეთა, მოლდოვას კი, ულამაზესი გოლი გაუტანა.

თორნიკე ოქრიაშვილი (“ესქიშეჰირსფორი”, თურქეთი / “კრასნოდარი”, რუსეთი) – 2016 წელი საკლუბო დონეზე არცთუ ისე წარმატებული იყო თორნიკე ოქრიაშვილისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, ეროვნულ ნაკრებში დიდებულად ირჯებოდა. გოლები ყაზახეთის, ესპანეთისა და უელსის კარში. თანაც, მადრიდში მისი გოლი ისტორიული გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, ხოლო კარდიფში, ასევე მნიშვნელოვანი ქულის. რაც შეეხება საკლუბო დონეს: რუსულ “კრასნოდარს” ნელ-ნელა ეჩვევა და წლის ბოლოს გეხსომებათ, “ზენიტს” ზღაპრული გოლიც გაუტანა. მანამდე კი იყო თურქული ესქიშეჰირსფორი”, რომლის რიგებშიც 12 თამაშში 2 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ოქრიაშვილი 2016 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად უკვე დასახელდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული გამოკითხვის შედეგად.

ვაკო გვილია (“მინსკი” / “ბატე”, ბელორუსი) – 2016 წლის მთავარი აღმოჩენა უდაოდ ვაკო გვილიაა. 22 წლის ფეხბურთელს ჩინებული წელი ჰქონდა და ეროვნული ნაკრების კარიც შეაღო ხმაურიანად ოქტომბერში. ირლანდიასთან და უელსთან მატჩებში იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. წლის პირველი ნაწილი კი, “მინსკში” გაატარა, სადაც კარგი გარჯა დაუფასდა და ბელორუსის საუკეთესო გუნდ “ბატეში” მოხვდა. ვაკო არც ბორისოვში ჩაკარგულა და 18 თამაშში 5 გოლი შეაგდო. რაც შეეხება “მინსკის” მონაგარს – 15 მატჩი, 4 გოლი. ეროვნულ ნაკრებში კი მოგეხსენებათ სამი კეპი აქვს დაგროვილი. განსაკუთრებით კარგი მას ოქტომბრის თვე ჰქონდა და სხვათა შორის ჩვენი მკითხველის ვერსიით ამ თვის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”, რუსეთი) – ჯანო ანანიძემ წლის მეორე ნახევარში ძალზე მოუმატა. მისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აგვისტო-სექტემბერი გამოდგა, როდესაც worldsport.ge-ს მკითხველის ვერსიით თვის საუკეთესო ქართველი მოთამაშეც გახდა. მოსკოვის “სპარტაკში” ჯანომ 21 თამაში გამართა და 5 გოლი გაიტანა. თანაც ძალიან ლამაზი გოლები და მათგან ორი “სპარტაკის” წლის საუკეთესო 10 გოლში მოხვდა. ლამაზი გოლით გაგვანებრივა ანანიძემ საქართველოს ნაკრებშიც – ავასტრიასთან შორეული დარტყმით გამოიჩინა თავი. ჯანოს მიერ ნაჩვენებმა თამაშმა წლის მეორე ნახევარში ქართველ გულშემატკივარს იმედი გაუღვივა, რომ ის თავისი ტალანტის წარმოჩენას ბოლოს და ბოლოს, სრულად შეძლებს.

ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”, საქართველო) – თბილისის “დინამოს” ძალზე წარუმატებელი წელი ჰქონდა, მაგრამ მისი ნიჭიერი შემტევი ოთარ კიტეიშვილი ნათელი წერტილი იყო გუნდში. ოთარი ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. იგი დუბაის შეკრბისთვის ეროვნულ გუნდშიცაა მიწვეული. მთლიანობაში კიტეიშვილმა 2016 წელს 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების რიგებში.

გიორგი აბურჯანია (“ხიმნასტიკი” / “სევილია ატლეტიკო”, ესპანეთი) – 2016 წელი გიორგი აბურჯანიასთვის ორ ნაწილად იყოფა: პირველი და მეორე. მეორე მისთვის წარუმატებელი გამოდგა. არადა, “სევილიასთან” კონტრაქტი ახალი გაფორმებული ჰქონდა სერიოზულად რომ დაშავდა და მოედანს ახლახან დაუბრუნდა. აბუმ “სევილიას” მეორე გუნდში 4 თამაშის გამართვა მოასწრო. მანამდე კი იყო ფურორული ასპარეზობა ტარაგონას “ხიმნასტიკში”, რომელსაც 16 მატჩში 2 ლამაზი გოლითა და 2 ზღაპრული საგოლე პასით შეეწია. ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველის თამაში იმდენად კარგი იყო, რომ გასული სეზონის სეგუნდადივიზიონის საუკეთესო ლეგიონერებს შორისაც მოხვდა.

ჯაბა ჯიღაური (ამჟამად უგუნდო) – საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩვენი ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს ღირებულის შექმნა უჭირთ ხოლმე, მაგრამ ჯაბა ჯიღაური ამ მხრივ აშკარად გამონაკლისია. 24 წლის ფეხბურთელმა “ჯვაროსნების” რიგებში 4 მატჩი ჩაატარა და გამოსაყოფია მისი გარღვევა ესპანეთის ნაკრებთან, როდესაც ჟორი ალბასა და ჟერარ პიკეს მეტეორივით ჩაუქროლა. მერე ოქრიაშვილს ისტორიული გოლი გაატანინა ცარიელ კარში. “დინამოშიც” ჯაბა გამორჩეული გახლდათ – 44 მატჩში 11 გოლია მის ანგარიშზე.

ჯაბა ლიპარტია (“ზორია”, უკრაინა) – გამოცდილი ქართველი შემტევი უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში საკმაოდ ნორმალურად თამაშობდა გასულ წელს. “ზორია” ის გუნდია, რომელიც “დინამოსა” და “შახტარის” შემდეგ უკრაინაში ალბათ ყველაზე ძლიერია. ქართველმა ფეხბურთელმა ლუგანსკელთა რიგებში 2016 წელს 28 მატჩში 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

ნიკა კვეკვესკირი (“ინტერი” / “გაბალა”, აზერბაიჯანი) – ნიკა კვეკვესკირს 2016 წლის საკმაო პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ ურიგოდ მაინც არ უთამაშია. ჯერ იყო და ბაქოს “ინტერს” ულიდერა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის სიმბოლურში მოხვდა, მერე ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “გაბალაში” აღმოჩნდა და დირიჟორის ფუნქციაც იტვირთა. რომან გრიგორჩუკის გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდა, მისი დიდი დამსახურება გახლდათ – საკვალიფიკაციო ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა, ერთხელ გოლიც შეაგდო. თუმცა, უფრო ფასეული რამ ფრანგულ “ლილთან” შექმნა: ჩინებული საგოლე პასი, როდესაც დაცვის ხაზი უსაქმოდ დატოვა. ნიკასდა სამწუხაროდ, ჯგუფურ ეტაპზე ის ძირითადად ტრავმირებული გახლდათ და მხოლოდ ბოლო სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ ნაკრებში კი, კვეკვესკირის დიდად თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

თეიმურაზ შონია (“დინამო” ბათუმი, საქართველო) – ბათუმის “დინამომ” ევროპა ლიგის საგზური რომ მოიპოვა, ამაში დიდია თეიმურაზ შონიას წვლილი. 26 წლის ნახევამრცველმა გარდამავალი ჩემპიონატი მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა და თავის გუნდს 7 გოლით შეეწია. კარგი გარჯა მას სხვანაირადაც დაუფასდა: დუბაის შეკრებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად დაუძახეს. მთლიანობაში შონიამ 2016 წელს 29 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

საბა ლობჟანიძე (“დინამო” / “ჩიხურა”, საქართველო) – 22 წლის ნიჭიერ შემტევს “დინამო” თბილისში შანსი ხშირად არ ეძლეოდა და ამიტომაც წლის მეორე ნახევარი საჩხერის “ჩიხურაში” გაატარა, სადაც ლიდერის თვისებები გამოვლინა და პატარა იმერული გუნდის ვიცე-ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საბა ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ვისი გამორჩევაც ჩვენს პირველობაზე თამამად შეიძლება. 2016 წელს ლობჟანიძემ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია) – ლევან მჭედლიძეს 2016 წელი ისეთი ნამდვილად არ ჰქონია, როგორსაც ყველა ისურვებდა, მაგრამ ფინიში მართლაც დიდებული გამოუვიდა. წლის უკანასკნელ ორ მატჩში მან მიჯრით “კალიარის” და “ატალანტას” გაუტანა – სერია ა-ში ორ მატჩში სამი გოლის გატანას კი ბარე-ორი ფეხბურთელი ნატრულობს. ლევანი საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ. ერთი იყო ნაკრები მასთან ერთად და მეორე მის გარეშე.

გიორგი ქვილითაია (“დინამო”, საქართველო / “რაპიდი”, ავსტრია) – ბოლო დროს ნამდვილად არ ვართ დაჩვეულნი საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ ავსტრიის ბუნდესლიგის წამყვან გუნდში ფეხბურთელის გადაბარგებას. თუმცა, გიორგი ქვილითაიამ სწორედ ასეთი გზა გაიარა. 2015-2016 წლების საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა შარშან “დინამოს” რიგებში 19 თამაშში 15 გოლი შეაგდო, რასაც ვენის “რაპიდში” გამართულ 19 მატჩში გატანილი 5 გოლიც წაუმატა. ეროვნულ ნაკრებში კი, ოთხჯერ ითამაშა, მაგრამ ძირითადში ერთადერთხელ იყო.

ნიკა კაჭარავა (“როსტოვი”, რუსეთი / “ეთნიკოსი”, კვიპროსი) – გასული წლის დასაწყისში იგი რუსეთში გადაბაგდა, მაგრამ “როსტოვში” დიდი კონკურენციის გამო არ უთამაშია. რის შემდგომაც მართებული გადაწყვეტილება მიიღო და კვიპროსში “ეთნიკოსს” შეუერთდა. ნიკამ კუნძულზე კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ფეხბურთის თამაში იცის – 11 გოლი აქვს გატანილი და იქაურ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია. სწორედ ამიტომ მისით ინტერესს კვიპროსის ფლაგმანი “აპოელი” იჩენს. მიუხედავად საკლუბო დონეზე ჩინებული თამაშისა, კაჭარავა ეროვნულ ნაკრებში სათამაშო დროით შარშან განებივრებული ნამდვილად არ ყოფილა.

ბუდუ ზივზივაძე (“სამტრედია”, საქართველო) – ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. შესაბამისად, ჩვენს ნომინანტებში მისი ყოფნა მოულოდნელი არცაა. ზივზივაძემ გარდამავლ ჩემპიონატში 13 გოლი შეაგდო და ბომბარდირი გახდა. ამასთან, ქვეყნის ჩემპიონიც. გარდა ამისა, თავი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოიჩინა. ჯამში 22 წლის შემტევმა 2016 წელს 34 მატჩში თავი 24-ჯერ გამოიჩინა.

დავით სხირტლაძე (“სილკებორგი”, დანია) – თამამად შეიძლება ითქვას, რომ დავით სხირტლაძესთვის 2016 წელი წარმატებული იყო. 23 წლის ფორვარდი დანიურ “სილკებორგში” ლიდერად ჩამოყალიბდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, რომელიც საგოლე პასით აღნიშნა. “სილკებორგში” კი, სხირტლაძემ 2016 წელს დუბლი ოთხჯერ შეასრულა, ერთხელაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მთლიანობაში დავითმა განვლილ წელს 37 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ესეც ჩვენს მიერ შერჩეული 22 ფეხბურთელი. ახლა კი, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, როგორც ზემოთ გითხარით, გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ხმის მიცემა კი, ქვემოთ შეგიძლიათ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104
Loading...

კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:46 | 14.01.2017
akhali (10725)

აღსანიშნავია სოლომონ კვირკველია,რომელმაც კლუბში სათამაშო პრაქტიკის არქონის მიუხედავდ,ნაკრებში მაინც მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრები!...

15:20 | 14.01.2017
akhali (10725)

ჩემთვის საბოლოო შეფასებისას მთავარი კრიტერიუმი ნაკრებში თამაშია!
კლუბებში ჩვენი ფეხბურთელების თამაშს ვაკვირდები,რომ მერე ნაკრებში მაჩვენოს მაღალი დონე...
შესაბამისად-ალბათ მაინც ოქრიაშვილი.
ყველა ის გოლები საქართველოს ჩემპიონატში,უცხოურ კლუბებში...რომ საბოლოოდ შედგეს გოლი(!) ნაკრებში,რომელიც ჩვენს უპირველეს მიზანს მიგვაახლოვებს-შესაბამისად ოქრიაშვილის გოლი უელსში!
-აღსანიშნავია გურამ კაშია,როგორც ნაკრების კაპიტანი,ლიდერი!აღსანიშნავია,რომ წელს ჯანომ მოუმატა!წლის აღმოჩენა-ვაკო გვილია!კაკაბაძის თამაშმაც დიდი გავლენა მოახდინა ნაკრების თამაშის ხარისხზე!...
პ.ს.ეხლა მთელი ყურადღება სერბებთან მატჩზე!სერბებთან და მოლდოვაში ექვი ქულა აუცილებელი ასაღებია,რომ შემოდგომაზე დარჩენილ მატჩებს სატურნირო მოტივაცია,დატვირთვა გააჩნდეს!

16:12 | 13.01.2017
shotai-olimpi (2666)

გვილიას ვაძლევ ხმას,ახალი სისხლი შემოიტანა ნაკრებში და წლის აღმოჩენაა ნამდვილად!!

14:40 | 13.01.2017
georgianfotbalfederation (1)

დააფასეთ ხალხო ანანიძე მას მილიონებს სთავაზობდნენ რომ რუსეთის მოქალაქეობა აეღო, მაგრამ ჯანომ უარი უთხრა რუსებს და ჩვენი ქვეყანა საქართველო აირჩია და ჩვენს ნაკრებში ითამაშა.ძაან ჭკვიანი ფეხბურთელია გუნდში პატარა პირლოსაც ეძახიან.წარმატბები ჯანო შენ ამას იმსახურებ.

21:24 | 12.01.2017
Shevche (13772)

ნაკრებში ჩატარებული თამაშების მიხედვით, რა თქმა უნდა - ოქრიაშვილი.
გამარჯვების გოლი ესპანეთთან. გოლი ყაზახეთთან. გოლი და 100%-იანი საგოლე პასი(მჭედლიძეზე) უელსთან.. გვილია იყო ძალიან კარგი აღმოჩენა, მაგრამ ოქრიზე კარგი არ ყოფილა.
საკლუბო კარიერის მიხედვით - ანანიძე.
ქართველების კლუბებიდან ყველაზე ძლიერ მათგანში თამაშობს, ძირითადში და შედეგიანად.
სხვათაშორის, მისი 2 გოლი რომ შევიდა სპარტაკის TOP 10 გოლში, მანდ ჯანოს შორიდან გატანილი გოლი არ შესულა(არსენალთან), არც კარგი დრიბლინგის მერე რომ გაუტანა აეკს და არც ანჟისთან გატანილი გოლი, ესენიც კარგები იყო. მშვენიერი გოლი გაიტანა ავსტრიასთანაც.
ობიექტურად, ამ ორში უნდა გადაწყდეს. ერთი ნაკრებშია უკეთესი, მეორე კლუბში. მაგრამ მე მაინც ჯანოს მივეცი ხმა. რადგან ნაკრებში, ალბათ, უფრო კარგია, ვიდრე ოქრი კლუბში.

19:47 | 12.01.2017
ssll (1506)

ისე რამხელა სიაა,გერმანიას შეშურდება..დდდდდდდდდ

23:54 | 12.01.2017
mushni (70424)

DDDDDDD

17:48 | 12.01.2017
LA.paata (754)

საუკეთესო ფეხბურთელი როგორ უნდა ავირჩიოთ, რომელი ნაყურები თამაშიდან? ალბათ ნაკრების ნათამაშები თამაშებიდან. მე პირადად ძალიან მომეწონა გვილია იმედია გააგრძელებს პროგრესს. ჩემი ხმა გვილიას.

21:06 | 11.01.2017
ვალენსია (555)

რა ჯანო ხალხო ოქრიმ ისეთი მნიშვნელობის გოლი გაუტანა ესპანეთს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად კი არა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელობაც ალალია მისთვის

19:09 | 11.01.2017
ssll (1506)

ჩემთვის გვილია...ვატაკე ხმა..
მოვა დრო და კაკაბაძე დადგება ლიდერებში და აქ ხსენებაშიც არაა (არც ეკუთვნოდა მარა მაინც)..

23:54 | 12.01.2017
mushni (70424)

მეც

15:42 | 11.01.2017
Kala94 (5983)

ფაჩულია და გორგოძე დაამატეთ თორე საუკეთესო როგორ გინდა ამოარჩიო...

15:43 | 11.01.2017
Kala94 (5983)

რადგან არ ამატებთ იყოს მაშინ ჯანო ანანიძე..

02:21 | 11.01.2017
LBJ__MiLan__iTaly__ (7010)

ზაზა ფაჩულია ავირჩიოთ ოლ სტარზე ვირჩევთ ბარემ აქაც ავირჩიოთ

20:52 | 10.01.2017
alcantara___ (13132)

კიდე ერთი პასუხი დაამატე ადმინ: " სად გვყავს ფეხბურთელები "

20:39 | 10.01.2017
GreeNsTreet (6426)

ოქრიაშვილი ან ყაზაიშვილი იმსახურებდა წელს.

11:45 | 10.01.2017
ikunkula321 (6)

გვილიაა ჩემთვის საუკეთEსოო და ჯანოო! www.geosesxebi.ge

19:07 | 11.01.2017
ssll (1506)

გვილია

02:35 | 10.01.2017
UNITY (6704)

ცალსახად ფანტაზისტა ფეხბურთელები მიყვარს,მაგრამ წელს ალბათ ყველაზე სტაბილური და სასარგებლო გვილია იყო. ჩემი ხმა ვაკოს.

01:28 | 10.01.2017
mushni (70424)

რა ჯანო ბრატცი--ხომ არ გაჟრიალებთ------------ტიპი სპარტაკის ბულკია----აქ არის გამოკითხვა ,ვინ ვითარდება ყოველწლიურად--ნუ პრინციპში--არაცერთI არ ვარგა ჩვენთან ფეხბურთი საერთოდ უნდა აიკრძალოს----მაგრამ მიჩვეული ვართ --გლახების ყურებას და გულსაც ვითომ ვიმხიარულებთ------------ ქიმაძეს ჩააბარეთ ნაკრების მარცხენა კრაი---რაღა დროის ნავალოვსკია-------ეს ბიჭი უკეთესად განვითარდება

21:45 | 09.01.2017
federerjamesliverpooldelpotro (3700)

და მაკარიძე ათამაშეთ კიდე შანსს ნაღდად იმსახურებს

21:41 | 09.01.2017
federerjamesliverpooldelpotro (3700)

გვილია

20:58 | 09.01.2017
სტეფი (5101)

ოქრი,რა თქმა უდნა!

01:29 | 10.01.2017
mushni (70424)

არა

20:16 | 09.01.2017
რაჭა (8776)

"დინამოს" ფეხბურთელები ამ გამოლითხვაში რატომ უნდა ხვდებოდნენ....ალბათ ფიფიასა და ჩემი ხათრით DDDDD

19:43 | 09.01.2017
tziola (279)

Gvilia chemi azrir...didi naxtomi gaaketa,stabilyri sezoni hqonda,tan warmatebuli

22:29 | 09.01.2017
zura-mesi (5318)

+1

17:59 | 09.01.2017
levani82 (39692)

შონიას კაი სეზონი ჰქონდა. ამ გამოკითხვაში ადგილობრივს არანაირი შანსი არ აქვს როგორც არ უნდა კარგად ჩაეტარებინა. სამწუხაროდ ძაან მცირე შანსი აქვს

17:39 | 09.01.2017
maradona73biankoneri (12146)

ოქრიკა ნაკრების ვოლკი

15:01 | 09.01.2017
ჩიჩარიტო (18035)

ლობჟანიძე ჯიღური ქვილითაია გვილია სხირტლაძე კაჭარავა ნამდვილია ღმოჩენები იყვნენ. ხმას რაც შეეხება ჩემთვის დღეს N1 ქართველი ფეხბურთელი კაშიაა. წლებია ერთ-ერთი საუკეთესოა ნაკრებშიც და ჰოლანდიის ჩემპიონატშიც

14:55 | 09.01.2017
laciosErtguli (3356)

ჩემი ფავორიტი ვაკო გვილიაა, რომელიც კარგ ფეხბურთელობასთან ერთად პიროვნებაა!!! იცოდა ქართული პასპორტით უფრო რთულია კარიერის აწყობა მარა კაი გულიც აქ, კაი სულიც და თავის იმედიც. 2016 წლის საუკეთესო ქ ა რ თ ვ ე ლ ი ფეხბურთელი ჩემთვის ვაკო გვილიაა.

19:05 | 11.01.2017
ssll (1506)

იასნია..მეც გვილიას ვატაკე ჩემი ხმა..

19:17 | 09.01.2017
raul-iker (5606)

+1

14:12 | 09.01.2017
dadado9 (14534)

ოქრიმ რაც ჩვენ სიხარული გვაჩუქა წელს უამრავჯერ ამის დავიწყება არ შეიძლება!! ამიტომ ოქრი

15:05 | 09.01.2017
geogoli (790)

უამრავი ამ შემთხვევაში 4-ია?

18:05 | 09.01.2017
dadado9 (14534)

სიხარული მხოლოდ გოლი არაა, იგივე ლამაზი დრიბლინგიც სიხარულის მომგვრელია

18:04 | 09.01.2017
dadado9 (14534)

სულ ხუთი გოლი რომ აქვს ნაკრებს გატანილი 4 უამრავი კი არა უთვალავია

14:11 | 09.01.2017
რაჭა (8776)

საუკეთესო?? ..... მოცემულ ვითარებაში, ჯანო ან ოქრიკა.

13:31 | 09.01.2017
BEERTRANCE (92648)

საუკეთესო ბრჭყალებში მაინც ჩAგესვათ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

17:39 | 09.01.2017
maradona73biankoneri (12146)

13:24 | 09.01.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6577)

სტატიაში რომ дაწერ, ობიექტური გამოკითხვააო дა ამ дროს სამჯერ მერებაშვილს აქვს მოგებული, ცოტა არ იყოს ღიმილისმომგვრელია DDDDDDDDD
ვუყურებ სიას дა აშკარაд რთული ასარჩევია. იმეдია სწორ არჩევანს გავაკეთებთ მაინც

01:26 | 10.01.2017
mushni (70424)

+1

15:02 | 09.01.2017
anaklya (170)

მართალი ხარ მეგობარო, მაგრამ ტიპი სანაძლეოებს დებდა და მოგებულზე 100 და მეტ ხმას იტხოვდა წაგებულისგან ამის საშუალებას კი იმ დროისთვის მოქმედი გამოკიტხვის ცატარების წესი აძლევდა და არა ორგანიზატორების სუბიექტური სურვილი

15:26 | 09.01.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6577)

არა, ორგანიზატორებს არაფერს ვერჩი. მეც дაახლოებით ვხვдებოдი, რა მანიპულაციებსაც ჰქონдა აдგილი.

12:41 | 09.01.2017
drogba__ (9809)

3 ფეხბურთელი გვყვავს ნორმალური დონის ჯანო ოქრი და კვირკველია

12:33 | 09.01.2017
drogba__ (9809)

ან ოქრიაშვილს ეკუთვნის ან ჯანოს მაგრამ ჯანოს მივეცი ხმა

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.099737
სარეკლამო ადგილი - 24
Popup გახსნილ მასალაში
700 x 400