სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

17:23 | 8.01.2017 | ნანახია 4497 - ჯერ

სატოში იში ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა

ქართულ ძიუდოს საპატიო სტუმარი ჰყავს. თბილისში ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური და მსოფლიოს (გუნდურში) ჩემპიონი სატოში იში ჩამოვიდა. ვეტერანმა იაპონელმა მძიმეწონოსანმა გუშინ, „შევარდენის" ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. გუშინვე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას ეწვია და ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრო.

სატოში იში მსოფლიოს ჩემპიონი 2007 წელს გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, პეკინის ოლიმპიადაზეც იმარჯვა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრ ლაშა გუჯეჯიანს ნახევარფინალში მოუგო.

გუჯეჯიანი ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:56 | 08.01.2017
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

გაგიმარჯოთ ღმერთმა.

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.151354