ფეხბურთი

15:54 | 8.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და "რეალი" ალისთვის იბრძოლებენ

კატალონიის "ბარსელონა" ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველის დელი ალის შეძენას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mirror-ი ავრცელებს. ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის დამატება მადრიდის "რეალსაც" სურს.

ნახევარმცველმა ბოლო 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა, სულ კი ჯამში მიმდინარე სეზონში 25 მატჩში თავი 11-ჯერ გამოიჩინა და ასევე 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე ცნობილი ხდება, რომ "ტოტენჰემი" დელის დათმობას 70 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად არ აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116811