სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

10:55 | 8.01.2017 | ნანახია 1535 - ჯერ

თამაში, რომელიც ჩვენში არ უყვართ

სპორტის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, რომელიც ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. სპორტის კონკრეტული სახობისადმი სიყვარულს ამა თუ იმ ხალხის მენტალიტეტი განსაზღვრავს და როგორც ჩანს, ბრიტანეთში უზომოდ პოპულარულის სპორტი – კრიკეტი სწორედ იმ სახეობათაგანია, რომელსაც ქართველები სერიოზულად არასოდეს არ ითამაშებენ.

კრიკეტი სპორტის ნაკლებად პოპულარული სახეობაა, თუმცა ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის ტერიტორიაზე იგი უდავოდ პირველია. ინგლისელთათვის კრიკეტი, უბრალოდ თამაში არ არის, იგი სიმბოლოა. 22 მოთამაშისგან შემდგარი გუნდები ამ ქვეყნის მცხოვრებთა ფილოსოფიურ-რელიგიურ წარმოდგენების პერსონიფიცირებას ახდენენ.

ინგლისში კრიკეტი, საზაფხულო დასვენების ნაციონალურ ფორმად ითვლება. სოფლის ნებისმიერ მდელოზე იხილავთ თეთრებში გამოწყობილ და წრეში მდგარ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ერთი შეხედვით რაღაცის მოლოდინში არიან.

თავის დროზე, ინგლისელებმა კრიკეტი მთელ მსოფლიოში განავრცეს და ყველგან ყველას უგებდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში სხვა ქვეყნებში კრიკეტის თამაში ინგლისელებზე უკეთ ისწავლეს და დღეს ინგლისური გუნდი ყველგან და ყოველთვის აგებს. ბრიტანელები ყოველი მარცხის მიზეზად ამინდს, მოედნის უსწორმასწორობას ან ქარის წინააღმდეგობის შემცირების მიზნით ერთ-ერთი მოწინააღმდეგის მიერ გადაპარსულ თავს ასახელებენ. (ეს გადაბრალებები ქართველებისათვის მართლაც რომ ტკივილამდე ნაცნობია) სინამდვილეში კი, ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის ზოგ ქვეყანაში კრიკეტის განვითარებისათვის საუკეთესო პირობები შეიქმნა და იქაური ნაკრებებიც დღეს ინგლისურზე მაღლა დგას.

კრიკეტი სპორტის ნაციონალურ სახეობად ინდოეთსა და პაკისტანში იქცა. ამ ორ დაპირისპირებულ ბირთვულ ქვეყანაში გაჩნდა ტერმინი "კრიკეტის დიპლომატია”. ინდოეთისა და პაკისტანის პოლიტიკოსები კრიკეტს ქვეყნებს შორის დაძაბულობის განსამუხტავად იყენებენ. ზემოთ ნახსენები ტერმინი 80-იან წლებში პაკისტანის დიქტატორმა ზია ულ-ჰაკმა შემოიღო. მან პირველმა დაიწყო კრიკეტის მატჩებზე ინდოეთში სიარული და იქააურ ლიდერებთან საჭირბოროტო საკითხებზე მოლაპარაკება. საამისოდ კი დრო საკმაოდ ჰქონდა, რადგან კრიკეტის ერთი საერთაშორისო მატჩი 5 დღეს გრძელდება.

ქაშმირის პრობლემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს კრიკეტის მატჩზე რამდენიმე წლის წინ შეხვდნენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას კრიკეტი მსოფლიოს ბირთვული ომისგან იცავს.

თუკი ინტერნეტს გვარინად მოვქექავთ, აღმოვაჩენათ, რომ კრიკეტის ისტორიაში უამრავი დასამახსოვრებელი მატჩია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი არამხოლოდ ისტორიაში შევიდა, არამედ ინგლისისა და ავსტრალიის ტრადიციულ ყოველწლიურ მატჩს სათავე დაუდო. ამ მატჩის სახელწოდებაა Fტრუტ (ფერფლის ურნა). 19-ე საუკუნის ბოლოს ინგლისელები ავსტრალიელებთან პირველად დამარცხდნენ. მაშინ ერთმა ინგლისურმა გაზეთმა დაწერა, რომ ინგლისური კრიკეტი გარდაიცვალა, მისი ნეშტის ფერფლი კი, ავსტრალიას გადაეცა. ერთი წლის შემდეგ ავსტრალიელებმა ინგლისელები კიდევ ერთხელ დაამარცხეს და ამ უკანასკნელთ დამამშვიდებელი პრიზის სახით ერთგვარი ურნა გადასცეს ინგლისური კრიკეტის "ფერფლით”. სინამდვილეში ფერფლი კრიკეტის კარის დამწვარი ძელისა იყო. ტრადიცია კი დღემდე გრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.062518