სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭადრაკი

23:45 | 7.01.2017 | ნანახია 620 - ჯერ

ირანი  მსოფლიოს მორიგ  ჩემპიონატს  უმასპინძლებს

მოჭადრაკე ქალთა შორის მორიგ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ნოკაუტ სისტემით ჩატარდება, მიმდინარე წლის ათი თებერვლიდან ხუთი მარტის ჩათვლით ირანის დედაქალაქი თეირანი უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურნირში 62 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის 7 ქართველია. ესენი არიან: სალომე მელია, ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი და სოფო გურამიშვილი. ამ მოჭადრაკეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება 2014-2015 წლების ევროპის ინდივიდუალურ პირველობაზე მოიპოვეს.

გამარჯვებული რამდენიმე თვეში 2015-2016 წლების გრან-პრის გამარჯვებულ ცზიუ ვენცზიუნს (ჩინეთი) შეხვდება. თუ ირანში პირველ ადგილზე ვენცზიუნი გავიდა, მაშინ იგი გრან-პრის ბოლო ტურნირის მეორე ადგილოსან ჰამპი კონერუს (ინდოეთი) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:07 | 10.01.2017
cicerona (435)

მოჭადრაკეთა სიის ჩამოწერისას ან ანბანი არ არსებობს,ან ბოლო-ბოლო რეიტინგიი?

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.074253