ფეხბურთი

20:20 | 7.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ საფრანგეთის თასზე ითამაშა

ჯაბა კანკავამ 18 წუთი ითამაშა საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში. ლიგა2-ის ერთ-ერთმა ლიდერმა "რეიმსმა" სტუმრად 1:2 წააგო რანგით მეხუთე დივიზიონის კლუბთან - "სარჟემინთან". კანკავას გუნდი თასიდან გავარდა.

უკვე ვწერდით, რომ არაა გამორიცხული, კანკავამ "რეიმსი" დატოვოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია მსურველი კლუბის მიერ შეთავაზებულ თანხაზე. საქართველოს ნაკრების კაპიტანს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს "რეიმსთან" და კლუბის ხელმძღვანელობა მცირე თანხად ნამდვილად არ გაჰყიდის ფეხბურთელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121422