ფეხბურთი

15:57 | 7.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია "სლავიას" ტოვებს

ლევან ყენია პრაღის "სლავიას" დატოვებს. ეს ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ჩეხურ პრესაში დაიწერა, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი მალე შეწყდება. ისე კი, 2017 წლის ზაფხულამდე აქვს ხელშეკრულება.

ყენიას ამ სეზონში ფაქტობრივად არ უთამაშია, რადგან ტრავმა აწუხებდა. მხოლოდ პირველ ტურში ითამაშა, მას მერე კი, რა თქმა უნდა, სანაკრებო მატჩებიც გაუცდა. ის ამჟამადაც მკურნალობს და წესით, მალე მზადყოფნაში უნდა იყოს.

ლევანი 2014 წლიდან თამაშობს "სლავიაში" და ჩეხეთში საკმაოდ პოპულარულიც გახლავთ. დრო იყო, 16-18 წლის ასაკში ყენია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ "შალკეში" მიღებულმა ტრავმამ აურია კარიერა.

ყენიამ ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი შარშან სლოვაკეთთან ჩაატარა და ლამაზი გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112657