ფეხბურთი

23:43 | 6.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” ნდიდით გაძლიერდა

პრემიერლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა “ლესტერმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პირველი გარიგება გაჩარხა. “მელიების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მათ რიგებს “გენკის” ფეხბურთელი ვილფრიდ ნდიდი შუერთდა.

20 წლის ფეხბურთელი ჩამშლელი ნახევარმცველია და მას კლაუდიო რანიერი ნ’გოლო კანტეს ღირსეულ შემცვლელად მოიაზრებს, რომლის სათანადოდ ჩანაცვლებაც აქამდე ვერ მოხერხდა. ნდიდიმ ახალ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო “გენკმა” მის სანაცვლოდ 17.6 მილიონი ევრო მიიღო.

ნიგერიელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში “გენკის” მაისური 34-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143141