ჭიდაობა

21:23 | 6.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

23-წლამდელები ამბროლაურში იჭიდავებენ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია 2017 წლის შიდა სეზონს რაჭულ ხალიჩაზე გახსნის. 9-10 იანვარს, ამბროლაურის საჭიდაო კლუბ "ფალავანში” თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.

8 იანვარს 57, 65, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში აწონვა და წილისყრა შედგება. ამ ოთხ წონაში ჩემპიონ-პრიზიორები ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს გამოვლინდებიან. მეორე დღეს კი საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში შეივსება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115915