ფეხბურთი

19:56 | 6.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონმა” ლუკმენი გაიფორმა

ნიჭიერი ინგლისელი შემტევი ადემოლა ლუკმენი “ევერტონში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

19 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა, ხოლო “ჩარლტონმა” მის სანაცვლოდ 8.8 მილიონი ფუნტი მიიღო.

ლუკმენი ინგლისის 20 წლამდე ნაკრების წევრია. მან მიმდინარე სეზონში “ჩარლტონის” მაისური 25-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144575