ფეხბურთი

23:59 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” ფრანგი მცველი დაიმატა

“სევილიამ” გუნდიდან წასული ფრანგი მცველის ტიმოტი კოლოძიეჩაკის შემცვლელი უმალ იპოვა. “დალაქებმა” ტიმოტის თანამემამულე, “ნანსის” 21 წლის ცენტრალური მცველი კლემენტ ლენგლეტი გაიფორმეს. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“დალაქებმა” ახალგაზრდა ფეხბურთელში 5 მილიონი ევრო გაიღეს და 2021 წლამდე კონტრაქტი გაუფორმეს.

კლემენტი “ნანსის” აღზრდილია და ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში მშობლიური კლუბის მაისური 20-ჯერ მოირგო. ლენგლეტი საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების წევრია და 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122165