ფეხბურთი

23:35 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოლოძიეჩაკი “გლადბახში” ითამაშებს

“სევილიას” აწ უკვე ყოფილი მცველი ტიმოტი კოლოძიეჩაკი კარიერას “გლადბახში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

გერმანულმა კლუბმა 25 წლის ფეხბურთელში 7.5 მილიონი ევრო გადაიხადა და 4.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

კოლოძიეჩაკი “სევილიაში” 2014 წლიდან თამაშობდა, თუმცა ხორხე სამპაოლის მოსვლის შემდგომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მან მიმდინარე სეზონში “დალაქების” მაისური ყველა ტურნირზე 9-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143652