ფეხბურთი

20:00 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალი” სილვამ ჩაიბარა

ინგლისური “ჰალ სიტის” ხელმძღვანელობამ მაიკლ ფელანის შემცვლელი მალევე იპოვა. როგორც თავიდანვე ითქვა, პრემიერლიგის აუსტაიდერი გუნდის მთავარ მწვრთნელად მარკუ სილვა დაინიშნა. 39 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე გააფორმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი და მისი მიზანი “ჰალისთვის” ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

“ჰალ სიტი” პრემიერლიგის 20 ტურში მოპოვებული 13 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, გუნდს უკვე 9 მატჩია არ მოუგია, სწორედ ასეთი შედეგების გამო დაითხოვეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაიკლ ფელანი.

რაც შეეხება “ჰალის” ახალ თავკაცს, მარკუ სილვამ ფეხბურთელის კარიერა 2011 წელს დაასრულა და ამის შემდეგ სამშობლოში “ეშტორილს” და “სპორტინგს” წვრთნიდა, ბოლოს კი ბერძნულ “ოლიმპიკოსში” მუშაობდა, რომელიც გასულ ზაფხულს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132601