ფეხბურთი

13:20 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ „ბარსელონას“ რეკორდს მიუახლოვდა

მადრიდის „რეალმა“ წაუგებელი მატჩების სერია 38-მდე გაზარდა და „ბარსელონას“ რეკორდს მიუახლოვდა.

2015/2016 წლების სეზონში, ყველა ტურნირში ერთად 39-მატჩიანი სერია კატალონიურ „ბარსელონას“ ჰქონდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ესპანურ კლუბებს შორის. გუშინ „რეალმა“ ესპანეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „სევილია“ 3:0 დაამარცხა და წაუგებელი მატჩების სერია 38-მდე გაზარდა - 29 მოგება და 9 ფრე.

„სამეფო კლუბი“ ბოლოს 2016 წლის 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ვოლფსბურგთან“ დამარცხდა - 0:2. 7 იანვარს „რეალი“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ეგიდით „გრანადას“ მასპინძლობს და თუ არ დამარცხდა „ბარსელონას“ რეკორდს გაიმეორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114123