ფეხბურთი

22:32 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძემ 2017 წელი “პორტოსთან” გამარჯვებით დაიწყო (+VIDEO)

პორტუგალიის ლიგის თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში “მორეირენსემ” შინ “პორტოს” სძლია, პირველი ადგილი დაიკავა და ფლეი-ოფში გავიდა.

მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა გიორგი მაკარიძემ, რომელმაც მცირე ტრავმა აწუხებდა და ამის გამო ბოლო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია. 26 წლის კიპერს ძალიან კარგი დაბრუნება გამოუვიდა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახლდა. მან რამდენიმე ძალიან რთული ბურთის მოგერიება მოახერხა და თავის გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

გამარჯვების გოლი 49-ე წუთზე ფრანცისკო ჟერალდესმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბული და უხეში გამოდგა. მსაჯმა ფეხბურთელებს 13 ბარათი უჩვენა: 11 ყვითელი და 2 წითელი, რომელთაგან ერთი ცოტათი უცნაური გამოდგა: დანილო პერეირა მსაჯს შემთხვევით დაეჯახა, მაგრამ არბიტს მოეჩვენა, რომ პორტუგალიის ნაკრების წევრმა ეს განზრახ გააკეთა და მეორე გაფრთხილება უჩვენა.

მაკარიძემ მიმდინარე სეზონში “მორეირენსეს” კარი ჯამში 16-ჯერ დაიცვა და 25 გოლი გაუშვა: პორტუგალიის ჩემპიონატში 14 მატჩი, 24 გაშვებული ბურთი, 1 მშრალი მატჩი და 1 ყვითელი ბარათი. პორტუგალიის ასოციაციის თასზე 1 მატჩი და 1 გაშვებული გოლი, ხოლო პორტუგალიის ლიგის თასზე 1 მშრალი შეხვედრა.

“მორეირენსე” 15 ტურის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატში 11 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

0.114848