ფეხბურთი

22:49 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” ფანებმა ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყვეს (+VIDEO)

“ვალენსიას” ფანები კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგებით ძალიან უკმაყოფილონი არიან და ამის უმთავრეს მიზეზად, ხელმძღვანელობის უუნარობა მიაჩნიათ.

“ღამურების” ქომაგები გუშინ “სელტასთან” სათასო მატჩის წინ “მესტალიასთან” შეიკრიბნენ და პიტერ ლიმის წასვლას მოითხოვდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც მათი საყვარელი კლუბი გალისიელებთან შერცხვა (1:4), უკმაყოფილო ფანების რაოდენობა გაიზარდა და აგრესიამაც იმატა. ლიმის გარდა, ისინი პრეზიდენტის ლეი ჰუნ ჩენის და სპორტული დირექტორის ხესუს გარსია პიტარჩის გადადგომას მოითხოვენ.

ხელმძღვანელობის გარდა, გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან ფეხბურთელების თამაშით. ქომაგები თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს დახვდნენ და უმეტესი მათგანისთვის, შეურაცხმყოფელი შეძახილები არ დაუკლიათ.

“ვალენსიას” მდგომარეობა ძალიან მძიმეა. კოპა დელ რეიზე განადგურებასთან ერთად, კლუბს საშინლად მისდის საქმეები ლა ლიგაში. “ღამურები” 12 ქულით მე-17 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონაში მხოლოდ იმიტომ არ არიან, რომ ბურთების შეფარდება “ხიხონზე” უკეთესი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ვალენსია” ჩეზარე პრანდელიმ დატოვა და ამის მიზეზად, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ სატრანსფერო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა დაასახელა. გულშემატკივართა დიდი ნაწილი პრანდელის ამართლებს.

თეგებივალენსია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.189757