ფეხბურთი

20:22 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგმა შესაძლოა ტევესს აჯობოს

გაბონის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, აფრიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩინური "შანხაი სიპგ" 150 მილიონ ევროს იხდის.

ჩინური კლუბი თავად ფეხბურთელს კვირაში 800 000 ევროს სთავაზობს და წელიწადში ობამეიანგი 41 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუ ტრანსფერი შედგება, პიერ-ემერიკი კარლოს ტევესის რეკორდს გააუმჯობესებს. არგენტინელი "შანხაი შენხუაში" გადავიდა, სადაც კვირაში 720 000 ევროს იღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11018