თამაშგარე

16:55 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი ლამაზმანები გამომძიებლების როლში

მაშინ, როდესაც ლეგენდარული მოდელი, სინდი კროუფორდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგავარდნილი და პოპულარული ქალი იყო, მეჩოგნე ანა ივანივიჩი თოჯინებით თამაშობდა. მაგრამ, ახლა ამ ორი ქალბატონის ბედი ისე კოხტად გადაიკვეთა – თქვენი მოწონებული.

ევროპულ სატელევიზიო გიგანტს, “კანალ+”-ს ახალი მხატვრული ფილმის გადაღება აქვს ჩაფიქრებული და ფილმში მთავარ როლებზე სწორედ სერბი მეჩოგნე და გერმანელ-ამერიკელი ტოპ-მოდელი მოუწვევიათ. კროუფორდისგან თანხმობა უკვე არსებობს და ახლა ჯერი უკვე ივანოვიჩზეა.

ფილმი საგამოძიებო შინაარსის იქნება და ეს მშვენიერი ქალბატონები არც მეტი, არც ნაკლები დუეტში მომუშავე გამომძიებელი ქალების როლს შეასრულებენ. ფილმის პროდიუსერი დარწმუნებულია, რომ მათ პროდუქტს დიდი წარმატება მოჰყვება, რადგან ორიგინალურ სიუჟეტს თან ანას და სინდის პოპულარობაც უნდა დაერთოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143607