ფეხბურთი

20:10 | 3.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი იტალიის ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გულშემატკივრებმა იტალიის ეროვნული ნაკრების 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას vivoazzurro.it-ი ავრცელებს. ბუფონმა მხარდამჭერების ხმების 37% მიიღო. მეორე ადგილზე ანდრეა ბელოტი (27%) გავიდა, მესამე პოზიციაზე კი - ლეონარდო ბუნუჩი (19%).

38 წლის გოლკიპერმა გასულ წელს "სკუადრა აძურას" რიგებში 13 მატჩი ჩაატარა. ევროპის ჩემპიონატზე ჯანლუიჯი დამაჯერებლად თამაშობდა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ბუფონი ეროვნულ გუნდში 1997 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110674