ფეხბურთი

13:57 | 3.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას კარიერის დასასრულის დასაწყისი

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ ამჟამინდელი სამუშაო ადგილი მის სამწვრთნელო კარიერაში, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს. 45 წლის ესპანელ სპეციალისტს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს.

“უახლოესი სამი წლის განმავლობაში მანჩესტერში ვიმუშავებ, ხელშეკრულების კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივებას არ გამოვრიცხავ, თუმცა სამწვრთნელო კარიერის დასასრულს ვუახლოვდები, ამაში დარწმუნებული ვარ. მწვრთნელის სკამზე 60 წლამდე ჯდომას არ ვაპირებ. ვგრძნობ, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასრულების პროცესი უკვე დაწყებულია” - განაცხადა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114802