ფეხბურთი

14:08 | 2.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ოს ინგლისში ელიან

კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო’ო კარიერის გაგრძელებას ინგლისის პრემიერლიგაში გეგმავს. Daily Mail-ის ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელი უახლოეს დღეებში თურქული “ანტალიასპორიდან” “ჰალ სიტის” მიაშურებს.

“ჰალი” პრემიერლიგაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება და დაქვეითება ემუქრება. გუნდი განსაკუთრებით შეტევის ხაზში მოიკოჭლებს - მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ყველაზე ცოტა, 16 გოლი აქვს გატანილი და ამ პრობლემის მოგვარებას ვეტარანი კამერუნელის დამატებით იმედოვნებს.

ეტო’ომ, რომელსაც კარიერის განმავლობაში “რეალის”, “ლეგანესის”, “ესპანიოლის”, “მალიორკას”, “ბარსელონას”, “ინტერის”, “ანჟის”, “ჩელსის”, “ევერტონის” და “სამპდორიას” ღირსება დაუცავს, ამ სეზონში “ანტალიასპორის” მაისურით თურქეთის ჩემპიონატის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111745