ფეხბურთი

6:13 | 2.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსი” კვლავ შეუჩერებელია, “ლივერპულმა” მეორე ადგილი გაიმყარა

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ წელს ზეიმობს, ინგლისში არ ისვენებენ, ფეხბურთს თამაშობენ და გულშემატკივრებს ახალი წლის დღესასწაულს კიდევ უფრო ულამაზებენ.

პრემიერლიგის მე-19 ტური სამ დღედ იყო დაყოფილი. 30 დეკემბერს 1 შეხვედრა გაიმართა, 31 დეკემბერს 7 მატჩი, ხოლო 1 იანვარს – ორი.

ტურის ცენტრალური და 2016 წლის ბოლო შეხვედრა “ენფილდ როუდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” ჟორჟინიო ვეინალდუმის ზუსტი თავურით “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა, რითაც მე-2 ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა და “ჩელსის” კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცა.

ერთპიროვნულმა ლიდერმა “ჩელსიმ” კი, “სტოკს” უმასპინძლა, უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა და ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, ვილიანის დუბლი.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “მიდლსბრო” მიიღო და 85-ე წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა ორწუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაიტანეს და ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმეს.

2016 წელი გამარჯვებით დაასრულა მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა”, რომელმაც შინ “ვესტ ჰემი” დაამარცხა. “მელიებმა” მათთვის ჯადოსნური წელი ისლამ სლიმანის გოლით გააცილეს.

“ბარნლიმ” საკუთარ მოედანზე “სანდერლენდი” გაანადგურა, “ვესტ ბრომვიჩმა” გასვლაზე “საუთჰემპტონს” აჯობა, ხოლო “ბორნმუთმა” სტუმრად “სუონსის” 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.

ტურის გახსნითი შეხვედრა პარასკევს გაიმართა. “ჰალმა” “ევერტონი” მიიღო და ოთხგოლა ფრე ეთამაშა.

2017 წლის პირველი შეხვედრა “ვიკარეიჯ როუდზე” შედგა, სადაც “უოტფორდი” ლონდონის “ტოტენჰემს” დაუხვდა 1:4 განადგურდა. სტუმართაგან დუბლით დეილი ალი და ჰარი კეინი გამოირჩნენ.

დღის მეორე მატჩში “არსენალმა” თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” უმასპინძლა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. გამოსარჩევია, ოლივიე ჟირუს გოლი, რომელსაც საოცარი სილამაზის გოლი გამოუვიდა.

30 დეკემბერი

ჰალი – ევერტონი 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 დოუსონი (6), 1:1 მარშალი (45+1 ს.კ.), 2:1 სნოდგრასი (65), 2:2 ბარკლი (84)

31 დეკემბერი

მანჩესტერ იუნაიტედი – მიდლსბრო 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ლიდბიტერი (67), 1:1 მარტიალი (85), 2:1 პოგბა (86)

სუონსი – ბორნმუთი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 აფობი (25), 0:2 ფრეისერი (45+1), 0:3 კინგი (88)

ბარნლი – სანდერლენდი 4:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გრეი (31; 51; 53), 4:0 ბარნესი (67), 4:1 დეფო (71)

ჩელსი – სტოკი 4:2 (1:0)

გოლები: 1:0 კეჰილი (34), 1:1 ინდი (46), 2:1, 3:2 ვილიანი (57; 65), 2:2 კრაუჩი (64), 4:2 კოშტა (85)

ლესტერი – ვესტ ჰემი 1:0 (1:0)

გოლი: სლიმანი (20)

საუთჰემპტონი – ვესტ ბრომვიჩი 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლონგი (41), 1:1 ფილიპსი (41), 1:2 რობსონ-კანუ (50)

ლივერპული – მანჩესტერ სიტი 1:0 (1:0)

გოლი: ვეინალდუმი (8)

1 იანვარი

უოტფორდი – ტოტენჰემი 1:4 (0:3)

გოლები: 0:1, 0:2 კეინი (27; 33), 0:3, 0:4 ალი (41; 46), 1:4 ქაბული (91)

არსენალი – კრისტალ პალასი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჟირუ (17), 2:0 ივობი (56)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.212088