სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
თამაშგარე

17:19 | 31.12.2016 | ნანახია 3477 - ჯერ

ნუკა ყარალაშვილი: “სპორტი და მოდა ერთნაირად აზარტულია”

WORLDSPORT.GE იწყებს ახალ რუბრიკას “ლამაზმანები სპორტში”, რომლის პირველი რესპოდენტი “მის საქართველო 2015” ნუკა ყარალაშვილი გახლავთ.

24 წლის მოდელი, რომელიც 16 წლიდან სამოდელო ბიზნესშია ჩართული, საზოგადოებამ “ელიტ მოდელ ლუქის” კონკურსიდან გაიცნო.

ნუკამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ტურიზმის განხრით. ამჯამად მუშაობს სამშენებლო კომპანია “კინგდავიდში”, რომლის სახეც თავადვეა. ემზადება მის სამყაროზე გასამგზავრებლად, რომელიც 2017 წლის იანვრის ბოლოს ჩატარდება.

სპორტულ აქტივობებს რაც შეეხება, გატაცებულია კრივით და მისი აზრით, ეს საქმე კარგად გამოსდის. გულშემატკივრობს გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში, თუმცა გამორჩეულად საყვარელი ფეხბურთელი არ ჰყავს. ბავშობიდან მოსწონს ცურვა. ისიც გავიგეთ, რომ ნუკა “ინტერის” ყოფილი პრეზიდენტის, მასიმო მორატის დისშვილს სტუმრობდა... ნუკა თვლის, რომ სამოდელო და სპორტული სამყარო აზარტით ჰგავს ერთმანეთს...

უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა და მათთვის დრო ყოველთვის აქვს, რადგან ეს ის არის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

საკუთარი პროფესიით მუშაობა ჯერ არ უცდია, თუმცა თვლის, რომ საინტერესო იქნებოდა.

რაც შეეხება მის სამყაროს, ყველაფერს გავაკეთებ, საქართველო კარგად რომ წარმოვაჩინოო...

- ერთი თავისუფალი დღე...

- თავისუფალი დრო როგორც წესი ცოტა მაქვს. ყოველდღე მივდივარ სამსახურში, სამშენებლო კომპანია “კინგდავიდში”. ისე კი, კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვცდილობ, ვივარჯიშო. ასევე, ვატარებ დროს ჩემს მეგობრებთან თუ გადაღებები არ მაქვს.

- გავიგეთ, რომ კრივით ხართ დაინტერესებული...

- დიახ. ახლახან დავინტერესდი, მაგრამ უბრალოდ, სპორტდარბაზში ყოფნისას გადავწყვიტე რომ მეცადა და მგონი, კარგად გამომდის. თან, ვარჯიშშიც მეთვლება და ამიტომ გადავწყვიტე.

- სპორტის სხვა სახეობები თუ გიზიდავთ?

- ძალიან მომწონს ცურვა. ბავშვობიდან ვცურავ, მაგრამ არაპროფესიონალურად.

- არც ფეხბურთი ან კალათბურთი?

- დიდად არ დავინტერესებულვარ, თუმცა ფეხბურთში გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ.

- გავიგეთ, რომ მილანის “ინტერის” ყოფილ პრეზიდენტს – მასიმო მორატის სტუმრობდით...

- მორატის არა, მის დის შვილს. ბებე მორატი ჩემი ქართველი მეგობრის მეგობარი აღმოჩნდა და მისთან სახლში დაგვპატიჟა.

- სპორტული სამყარო და მოდა რით ჰგავს?

- აზარტით. მაგალითად, რაც უფრო კარგი ფოტოები გაქვს და მეტი ჩვენება, მით უფრო მეტი გინდა. წარმატების მიღწევის სურვილი ერთნაირია.

- “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობდით. რა მოგცათ ამ კონკურსმა?

- ბევრი რამ: შევიძინე უამრავი მეგობარი. ვთვლი, რომ მეგობრების შეძენა ცხოვრებაში დიდი მონაპოვარია. გარდა ამისა, იმ პროექტიდან კარგი მოგონებები და ურთიერთობები დამრჩა.

- სად ამჯობინებთ დასვენებას: მთაში თუ ზღვაზე?

- ორივე ძალიან მიზიდავს. ბათუმში სახლი მაქვს და ბავშვობიდან მიყვარს ზღვა, მაგრამ არანაკლებ მიყვარს მთაც.

- ქვეყანა, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებდით?

- ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებდი და ვცხოვრობ, საქართველოა.

- 16 წლიდან სამოდელო სფეროში ხართ. პირველი კონკურსი, რომელმაც ყველაზე დიდი გამოცდილება მოგცათ...

- პირველი კონკურსი იყო “ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია”. ამ კონკურსმა ბევრი რამ მასწავლა.

- როგორი განცდაა, როდესაც საქართველოში ყველაზე ლამაზის ტიტულს გაძლევენ?

- ზოგადად, “მის საქართველოობა” ძალიან კარგი, საპასუხისმგებლო ტიტულია, რომელსაც ვუფრთხილდები. თუმცა, ყველაზე ლამაზი გოგო რამდენად ვარ, ეს რთული სათქმელია.

- მოდელობის გარდა, სხვა პროფესიაზე გიფიქრიათ ბავშვობაში?

- მოდელობისკენ უფრო გარშემომყოფები მიბიძგებდნენ, შემდგომ მეც დავინტერესდი.

- თქვენი პროფესიით მუშაობა თუ გიცდიათ?

- ტურიზმის სკოლა დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ძალიან კარგი პროფესიაა – ამჟამად, პიარის განხრით ვმუშაობ “კინგდავიდში”, რომელიც სამშენებლო კომპანიაა. ეს სამუშაო ძალიან მომწონს. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ჯერჯერობით არ მიცდია.

- სამოდელო საქმიანობაში ხელს არ გიშლით სამსახური?

- ჩემი სამსახური სამოდელო კარიერას ხელს ნამდვილად უშლის. პირიქით, ყოველმხრივ ხელს მიწყობენ. ძალიან კარგი სამსახური მაქვს, საქმის პროფესიონალები არიან.

- ვინ არის თქვენი ფავორიტი მოდელი?

- ანია რუბიკს გამოვყოფ. ასევე ჟიზელს, ფრეა ბეჰას და კიდევ ძალიან ბევრის ჩამოთვლა შემიძლია.

- საყვარელი დიზაინერი, რომელთანაც მუდმივად თანამშრომლობთ...

- ქართველი დიზაინერებიდან თითქმის ყველასთან ვთანამშრომლობ და კარგი დამოკიდებულება, ურთიერთობა მაქვს.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

- თავისუფალი ჩაცმის სტილი, რადგან ყოველდღიურად თავს კომფორტულად უნდა ვგრძნობდე. ხანდახან, კლასიკურსაც გავურევ.

- შენი სილამაზის და მომხიბვლელობის საიდუმლო...

– ვცდილობ, ზომიერად ვივარჯიშო და ხშირად გავიღიმო.

- რამდენად ხშირად გაქვთ თავისუფალი დრო მეგობრებთან ყოფნისთვის?

- მეგობრებისთვის დრო თითქმის ყოველთვის მაქვს, რადგან მათ გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

- ის, რაზეც პროფესიიდან გამომდინარე უარის თქმა გიწევთ?

- ალბათ არაფერზე...

- გასულ კვირას მილანში იყავით...

- მილანში საქმიანი შეხვედრა მქონდა. თუმცა, მეგობრებთან ერთად ვიყავი წასული და დასვენებაც გამომივიდა.

- “მის სამყაროზე” მიემგზავრებით. როგორ ფიქრობთ, წინა ქართველი კონკურსანტებისგან განსხვავებით, იქნება თუ არა თქვენი გამოსვლა წარმატებული?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ მაქსიმალურად კარგად წარვადგენ საქართველოს. ამას ყოველმხრივ შევეცდები.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:23 | 03.01.2017
ზღვის გოჭი ( კორბენა) (5022)

ლამაზია მართლაც. ჩვენთან გლдანში რო ჩაიაროს, აუცილებლაд კომპლიმენტებს дაიმსახურებს, მაგრამ дიд სილამაზის კონკურსებზე... რავიცი, რავიცი...
გინдა ჩვენი გოგოები გასულან მის სამყაროზე дა გინдა შაკილ ონილი სამქულიანების კონკურსზე რაა DDDDDDDDDDDD

14:28 | 03.01.2017
BEERTRANCE (91546)

აი ჟიური თუ მთვრალი იქნება თანაბრდება შანსები DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

04:30 | 02.01.2017
Despeler (2345)

- "ქვეყანა, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებდით?" არ გიფიქრიათ რომ ეს შეკითხვა ამოგეღოთ საქართველოს ჟურნალისტობას ჟურნალისტურ შეკითხვათა სიიდან? იქნებ მოაშოროთ? კარგი იქნებოდა... წარმატებები.

12:18 | 03.01.2017
ზღვის გოჭი ( კორბენა) (5022)

ხო DDDDDDDDDD
"რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებдითო" ძლივს ამოაგдეს შეკითხვების ნუსხიдან. ეხლა ეს... DDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.086639