ფეხბურთი

20:10 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუნი "მიდლსბროსთან" ვერ ითამაშებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნატედის" კაპიტანი უეინ რუნი "მიდლსბროსთან", 31 დეკემბერს გასამართ პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩს ფეხის ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

უეინმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო და პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით ჯერჯერობით ინგლისელის დაბრუნების ზუსტი ვადა უცნობია.

შემტევმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.105724