ფეხბურთი

15:46 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: “ერთადერთი რონალდო არსებობს, მეორე არაბუნებრივია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სკანდალურ განცხადებებს არასდროს ერიდებოდა და ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რამე. როგორც ვეტერანმა შვედმა ბრაზილიურ ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, მისთვის მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს – “ფენომენი”. პორტუგალიელს კი, არაბუნებრივი უწოდა.

“ჩემთვის ბრაზილიელი რონალდო ფეხბურთში სამაგალითოა. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, იყო დიდებული: დრიბლინგი, გოლის გატანა. ის ნამდვილი “ფენომენი” გახლდათ. ვფიქრობ, რასაც ის აკეთებდა, სხვა ვერავინ გააკეთებს. რონალდო ვერ გახდები, ასეთად უნდა დაიბადო. ის ნამდვილად ერთადერთი იყო.

კრიშტიანუ რონალდუ? მას არ აქვს ბუნებრივი ტალანტი, მაგრამ ბევრი შრომით ყველაფერს მიაღწია”, - აღნიშნა იბრამ.

ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი ბრაზილიელის, რონალდინიოს შესახებაც ისაუბრა:

“ისიც ფენომენალური ფეხბურთელი გახლდათ – როდესაც “მილანში” ერთად ვთამაშობდით, თავის საუკეთესო კონდიციებში აღარ იყო, მაგრამ მოედანზე მისი ხილვა მაინც შესანიშნავი იყო”, - დასძინა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის კუმირი ბავშვობიდანვე ბრაზილიელი რონალდო იყო და ეს ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115519