ფეხბურთი

0:15 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” მუსტაფი დაუბრუნდა

ლონდონის “არსენალის” და გერმანიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შკოდრან მუსტაფიმ ტრავმა მოიშუშა და კვირას “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

“შკოდრანმა პირველ გუნდთან ვარჯიში განაახლა და კვირას განაცხადში იქნება” – ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი.

24 წლის ფეხბურთელი 10 დეკემბერს “სტოკთან” მოგებულ (3:1) მატჩში დაშავდა. ის “არსენალში” ზაფხულში 41 მილიონ ევროდ “ვალენსიადან” გადავიდა და ამ დროის განმალობაში “მეთოფეების” მაისური 17-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110995