ფეხბურთი

0:45 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგას” ახალი მწვრთნელი ჰყავს

ურუგვაელმა სპეციალისტმა მარსელო რომერომ “მალაგა” ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“მედუზების” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ხუანდე რამოსი დაკავებული თანამდებობიდან სამშაბათს გადადგა. 40 წლის რომერო “მალაგას” სამწვრთნელო შტაბში 2014 წლიდან მუშაობდა. მან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა.

“მალაგა” ლა ლიგაში 16 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098487