ფეხბურთი

22:50 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: “რაპიდში” ყველაფერი კარგად მიდის"

გიორგი ქვილითაიამ WORLDSPORT.GE-სთან საუბარში 2016 წელი მიმოიხილა და იმ წარმატებებზე ისაუბრა, რომელიც მან “დინამო” თბილისში თამაშის დროს მიაღწია. “რაპიდში” თამაშს რაც შეეხება, დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად აეწყო.

“რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. შეიძლება ითქვას, ცოტა გვიან მივიღე ეს პრიზი, მაგრამ მთავარია, რომ მივიღე და ეს ძალიან მახარებს. 2016 წელი ჩემთვის ძალიან კარგი გამოდგა. გავხდი საქართველოს ჩემპიონი, სუპერთასის მფლობელი, თასის მფლობელი, საუკეთესო ბომბარდირი. ასევე, ძალიან გამიმართლა და გადავედი ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და ამ მხრივ დადებითად ვაფასებ მთელ წელს. გუნდში ყოფნას რაც შეეხება, ყველაფერი კარგად მიდის. თავიდან როცა ჩავედი, პატარა ტრავმა მქონდა რის ფონზე ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ბოლო ორ თვეში ყველა თამაშში ვითამაშე, თან 90 წუთი. გავიტანე 6 გოლი და ამით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.” – გვითხრა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია 24 გოლით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 2015-2016 წლების სეზონში და შესაბამისი პრიზი დღეს გამართულ სფფ-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე გადაეცა.

0.110911