ფეხბურთი

18:55 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე ოქრიაშვილი

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილია. სფფ-ს გამოკითხვის შედეგად “კრასნოდარისა” და საქართველოს ნაკრების შემტევმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

“პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება ჩემს ჯილდოს, ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა ყველას”, - თქვა ოქრიაშვილმა.

თორნიკე ოქრიაშვილის გარდა, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინირებული იყვნენ ჯანო ანანიძე, გურამ კაშია და ვაკო გვილია.

სფფ-ის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბეს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126818