ფეხბურთი

18:48 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე - საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი

საქართველოს ჩემპიონატის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი “სამტრედიას” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გახდა. 22 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტულთან ერთად საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიპოვა. სხვათა შორის, იგი დღეს, ამის გამოც დაჯილდოვდა.

“კიდევ ერთხელ მადლობას გადახდით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გია ცეცაძეს და რა თქმა უნდა, ჩემს თანაგუნდელებს”, - განაცხადა ზივზივაძემ.

გარდა ზივზივაძისა საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე წარდგენილნი იყვნენ ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი თეიმურაზ შონია და “სამტრედიას” შემტები ბაჩანა არაბული.

სფფ-ის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბეს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114318