ფეხბურთი

18:19 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი – საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული თბილისის “დინამოს” შემტევმა ოთარ კიტეიშვილმა მოიპოვა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ხმათა უმრავლესობა მოაგროვა.

მის გარდა ნომინანტები იყვნენ “საბურთალოს” ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი და “ხიმნასტიკის” მცველი ოთარ კაკაბაძე.

“დიდი მადლობა ყველას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს”, - აღნიშნა კიტეიშვილმა.

სფფ-ის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბეს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

0.116891