ფეხბურთი

22:10 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ ობი მიკელის უმიზნებს

ნიგერიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი ესპანური „ვალენსიას“ ინტერესის სფეროში მოხვდა.

29 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და მის შესაძლო წასვლაზე დიდი ხანია საუბრობენ. ვარაუდობენ, რომ ტრანსფერი იანვარში შედგება და სავარაუდო გუნდებად ფრანგული „მარსელი“ და მილანის „ინტერი“ განიხილებოდა. არაა გამორიცხული, რომ ნიგერიის ნაკრების კაპიტანმა კარიერა ჩინეთში გააგრძელოს.

ESPN-ის ცნობით, ახლა ამ ჩამონათვალს “ვალენსია“ დაემატა, რომელიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერებას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ ობი მიკელს „ჩელსისთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.112567