ფეხბურთი

17:49 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა “იუვენტუსში” 2021 წლამდე დარჩება

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” არგენტინელ ფორვარდ პაულო დიბალას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, 23 წლის შემტევთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და სამხრეთამერიკელი “იუვესთან” ხელშეკრულებას 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივებს.

დიბალა ახალი პირობების თანახმად ტურინში წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

პაულო დიბალა “იუვენტუსში” 2015 წელს, “პალერმოდან” გადავიდა. ნიჭიერმა ფეხბურთელმა დღემდე “ბებერი ქალბატონის” მაისურით ჩატარებულ 61 შეხვედრაში 27 გოლის გატანა შესძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116781