ფეხბურთი

15:49 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" გურამ კაშიასთან მოლაპარაკება დაიწყო

ესპანურ "ბეტისს" საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემებიდან შევიტყვეთ. კაშია "ვიტესის" კაპიტანი და ლიდერია, თუმცა არაერთხელ თავადვე უთქვამს ჩვენთვის, რომ თუ ტოპ-ჩემპიონატიდან კარგი შემოთავაზება ექნება, აუცილებლად განიხილავს.

როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, "ბეტისმა" მოლაპარაკება დაიწყო ქართველ მცველთან.

"ბეტისი" პრიმერა დივიზიონში მე-14 ადგილზეა. სევილიურ გუნდს ვიქტორ სანჩესი წვრთნის, გუნდის ყველაზედ ცნობილი ფეხბურთელი კი, რა თქმა უნდა, ხოაკინია - კლუბის ლეგენდად ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112749