ფეხბურთი

15:29 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე “ატლეტიკოში” დარჩება

დიეგო სიმეონე მადრიდის “ატლეტიკოში” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. როგორც ხესუს ხილ მარტინმა გამოცემა “მარკას” უთხრა, “ჩოლო” “ვისენტე კალდერონზე” მომავალ სეზონში იმუშავებს, თანაც დანამდვილებით.

ამ განცხადებით კი, საბოლოოდ მოეღო ბოლო იმ სპეკულაციებს, რომლის მიხედვითაც სიმეონე “ატლეტიკოს” ზაფხულში დატოვებდა.

აქამდე ყველაზე ხშირად მილანის “ინტერს” ახსენებდნენ, რომლის შესახებაც საუბარს სხვათა შორის, თვითონ სიმეონეც არ ერიდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს უფრო შორეულ პერსპექტივაში მოხდება, ვიდრე ახლო მომავალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110454