ფეხბურთი

14:43 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა “მილანში” 2022 წლამდე 50 მილიონს გამოიმუშავებს

იტალიური “მილანი” როგორც ჩანს, ჯანლუიჯი დონარუმას გაშვებას არსად აპირებს. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელობა მზადაა 17 წლის კიპერს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ჩინებული პირობებით გაუფორმოს.

2022 წლის 30 ივნისამდე და ამ დროში იგი ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დონარუმას პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება მას შემდგომ შეეძლება, როცა სრულწლოვანი გახდება. 18 წლის კი, ჯიჯი 25 თებერვალს ხდება.

ჯანლუიჯი დონარუმა უკვე წელიწადნახევარია “მილანის” ძირითადი მეკარეა და ევროპაში გრანდი აღარაა დარჩენილი, რომელთანაც მის სახელს არ აკავშირებდნენ. აქედან გამომდინარე, “მილანის” თადარიგი აშკარად მოსალოდნელი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107091