ფეხბურთი

11:27 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა დალგლიშის რეკორდი გაიმეორა

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში „ლივერპულმა“ „სტოკ სიტის“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, რითაც კლუბის მიღწევა გაიმეორა.

მერსისაიდელთა მე-4 გოლი შეხვედრის 71-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა გაიტანა. მას შემდეგ, რაც გუნდი იურგენ კლოპმა ჩაიბარა, ეს იყო „წითლების“ მე-100 გოლი პრემიერლიგაში და ამისათვის გერმანელი სპეციალისტის შეგირდებს 48 მატჩი დაჭირდათ.

ამრიგად, კლოპმა შოტლანდიელი სპეციალისტის, კენი დალგლიშის მიღწევა გაიმეორა, რომელიც „ლივერპულს“ ორჯერ წვრთნიდა 1985-1991 და 2011-2012 წლებში.

0.114998