ფეხბურთი

22:15 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: “ტონდელა” კარგი ვარიანტია, მაგრამ რომ გავარდეს, ჰაერში ვრჩები”

საქართველოს განვლილი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძეს უცხოური კლუბები რომ იწვევენ, ძველი ამბავია. დაიწერა ბევრ ვარიანტზე, მათ შორის, კრაკოვის “ვისლა”, ჩეხური “ზლინი”, პოლონური “არკა” და პორტუგალიური “ტონდელაც” იყო ნახსენები.

როგორც ნიჭიერმა ფორვარდმა WORLDSPORT.GE-ს თავად განუცხადა, მას მხოლოდ “არკასა” და “ტონდელას” ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

“ჯერ არაფერია გარკვეული. იანვრის დასაწყისში ყველაფერი უნდა გაირკვეს და დალაგდეს. პორტუგალიური “ტონდელასა” და პოლონური “არკას” ვარიანტები მართლაც რეალურია. ამ გუნდების გარდა, მე სხვა არავინ დამკავშირებია.

კრაკოვის “ვისლა”? – ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, საიდან მოიტანეს თითქოს “ვისლაში” გადავდიოდი. ამ ეტაპზე ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი თუ სად გავაგრძელებ კარიერას, კიდევ ველოდები ვარიანტებს და ვნახოთ.

“ტონდელა” თუ “არკა”? – პორტუგალიური ვარიანტი ნამდვილად კარგია, მაგრამ პრიმეირა ლიგიდან რომ გავარდეს, ჰაერში ვრჩები და საქართველოში დაბრუნება არ მსურს”, - გვითხრა ბუდუმ.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძე გასულ სეზონში საქართველოს ჩემიონი გახდა “სამტრედიას” შემადგენლობაში და ამაში მისი წვლილი განუზომლად დიდი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1094