ფეხბურთი

23:10 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტორსტენ ფრინგსმა ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბარა

გერმანიის ბუნდესლიგის ღრმა აუტსაიდერ “დარმშტადტს” ამიერიდან 40 წლის სპეციალისტი ტორსტენ ფრინგსი გაწვრთნის. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი გვამცნობს. ფრინგსი ხსენებულ კლუბში წელიწადნახევარი იმუშავებს.

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც ჩინებული კარიერა ჰქონდა, “დარმშტადტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დეკემბერში დათხოვილი ნორბერტ მეიერი შეცვალა.

“დარმშტდატდი” ბუნდელსიგაში 16 ტურის შემდეგ ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება.

0.112318