ფეხბურთი

20:41 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა...

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველი ლეონარდო ბონუჩი თურმე ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობდა. არადა, 29 წლის ფეხბურთელი შესაშურ ფორმაშია და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად მიიჩნევა.

ბონუჩის ზემოხსენებული ფიქრების მიზეზი კი, მისი შვილის, მატეოს ჯანმრთელობის პრობლემები იყო:

“მატეოს ჯანმრთელობის გამო მზად ვიყავი ფეხბურთიდან წავსულიყავი. ჩემს მეუღლეს, მარტინას გვერდში დგომა სჭირდებოდა და მეც არ შემეძლო ფეხბურთზე მეფიქრა. საბედნიეროდ, ახლა მატეო კარგადაა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად”, - განაცხადა ბონუჩიმ.

პატარა მატეო ბონუჩი, რომელიც მაისში 3 წლის ხდება, ამჟამად კარგადაა და პრობლემები უკან მოიტოვა. ეს მამისზეც აისახა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, “იუვენტუსთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა 2021 წლამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128559