ფეხბურთი

21:04 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” თავდამსხმელი იყიდა

იტალიური “ნაპოლი” “ჯენოას” თავდამსხმელ ლეონარდო პავოლეტის იფორმებს. როგორც იტალიური მედიისთვის გახდა ცნობილი, ფეხბურთელი ხვალ რომში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო ნეაპოლში პარასკევს ჩავა და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “ნაპოლი” 16 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო თუ პავოლეტი სეზონში 10 გოლზე მეტს გაიტანს, მაშინ 2 მილიონის დამატებაც მოუწევს.

ლეონარდო პავოლეტიმ განსაკუთრებით კარგად გასული სეზონი ჩაატარა და ყურადღება იქედან მიიქცია. ანტონიო კონტეს იგი ევროპის ჩემპიონატზე გაფართოებულ შემადგენლობაშიც ჰყავდა შეყვანილი, თუმცა ევრო 2016-ზე გამგზავრების საშუალება პავოლეტის საბოლოოდ მაინც არ მისცემია.

0.120359