ფეხბურთი

17:35 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” და ალეგრი ერთმანეთს შორდებიან

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” შესაძლოა, მიმდინარე სეზონის შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული მასიმილიანო ალეგრიმ ზაფხულში ტურინი დატოვოს.

ამ ფაქტს ისიც უწყობს ხელს, რომ იტალიის სუპერთასზე “მილანთან” მარცხის მერე ალეგრი გუნდის ხელმძღვანელებს ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩს საჯაროდ ეჩხუბა. როგორც იტალიური მედია ვარაუდობს, იტალიელმა სპეციალისტმა კარიერა შეიძლება ლონდონის “არსენალში” გააგრძელოს.

“იუვენტუსი” კი, მის შემცვლელად “ფიორენტინას” პორტუგალიელ თავკაც პაულო სოუზას მოიაზრებს. აქვე ამოვიკითხავთ ეუსებიო დი ფრანჩესკოსა და ლეონარდო ჟარდიმის გვარებსაც.

მასიმილიანო ალგერი “იუვენტუსს” 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. ორჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი, ხოლო 2015 წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათამაშა. მიმდინარე ხელშეკრულება მას “ბებერ ქალბატონთან” 2018 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

0.141536