ფეხბურთი

23:22 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კროოსის "არისტოკრატობას" ზამთარშივე ელოდებიან

ლონდონის “ჩელსი” მადრიდის “რეალის” გერმანელი ნახევარმცველის ტონი კროოსის გადაბირებას ცდილობს. Sun-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი ანტონიო კონტეს ნებისმიერი სურვილის შესრულებას იანვარშივე აპირებს, იტალიელს კი, კროოსი თავის გუნდის ნაწილად წარმოუდგენია.

ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური მხარე უცნობია, მაგრამ როგორც წყარო წერს, რუსი ოლიგარქი ფულზე უკან არ დაიხევს. აღსანიშნავია ისიც, რომ კროოსი საშობაო შვებულებას ლონდონში ატარებს.

აღნიშნულ ტრანსფერს შეიძლება ხელი იმანაც შეუწყოს, რომ “ჩელსის” ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა ზაფხულში დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალში” გადავა და არაა გამორიცხული, “ჩელსიმ” კროოსის დათმობაც მოითხოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131104