ფეხბურთი

19:42 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯია" ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა

"ვიტ ჯორჯიას" ძირითადმა გუნდმა ახალი სეზონისთვის სამზადისი დაიწყო. ვეტერინართა მთავარმა მწვრთნელმა თენგიზ კობიაშვილმა ფეხბურთელები თბილისში შეკრიბა. საწვრთნელი პროცესი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო.

როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, "ვიტ ჯორჯია" ორმა ფეხბურთელმა დატოვა: მირიან რობაქიძემ და ერეკლე ლებანიძემ. კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ კარიერაში.

თეგებივიტ ჯორჯია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133616