ჭიდაობა

12:49 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების 5 მედალი და გუნდური პირველი ადგილი თურქეთიდან

24-25 დეკემბერს თურქეთის პროვინცია ტოკატში გაიმართა ჰუსეინ აკბასის სახელობის მე-7 საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც თურქეთის გარდა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის (დაღესტანი) და უკრაინის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჩვენმა გუნდმა, რომელსაც ზაზა ვარდიძე ხელმძღვანელობდა, ჯამში 5 მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70) და თედო ებანოიძე (86) გახდნენ, ქელეხსაშვილმა ფინალში თურქი ფათიჰ ილდირიმი დაამარცხა, ებანოიძემ კი გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ალიზადე სარანს მოუგო.

ვერცხლის მედალი ალექსანდრე გობეჯიშვილმა (97) მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილები კი ირაკლი მწითურმა (97) და თორნიკე ხიდეშელმა (125) დაიკავეს.

wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11489